მთავარი ურთიერთობები აი, რა ემართება თქვენს სხეულსა და გონებას, როდესაც გიყვართ

აი, რა ემართება თქვენს სხეულსა და გონებას, როდესაც გიყვართ

by guramus

ადამიანებს რომ იმ ულამაზესი გრძნობის აღქმა არ შეეძლოთ, რასაც სიყვარული ქვია, ვერასოდეს შექმნიდნენ საუკეთესო მუსიკას, ხელოვნებას, ლიტერატურას თუ ფილმებს. სიყვარული გაუგებარია, საშიში, სასაცილო და ამავდროულად შეუძლია ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს.

მართალია, რომ სიყვარულის “გარე ეფექტები” შეიძლება თქვენთვის უნიკალური დამახასიათებელი იყოს, მაგრამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნევროლოგიური და ფიზიოლოგიური სიპტომები, რომელთაც შეყვარებულ ადამიანში ეს გრძნობა იწვევს.

ბევრი სასიყვარულო ფაქტორი მაინც ჩრდილში იქნება და არასდროს გამოაშკარავდება ღიად, მაგრამ გთავაზობთ 6 უნივერსაულ სიმპტომს, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი განიცდის, ხართ თქვენ ერთ-ერთი მათგანი?!

სიყვარული ფიზიკურად დამოკიდებულს გხდით

სიყვარული ააქტიურებს ტვინის იგივე განყოფილებებს, რომელებიც კოკაინის მომხმარებლებს უაქტიურდებათ ყველაზე ხშირად. როდესაც ტვინის ეს ზონები აქტიურდება, ისინი გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ე.წ. “ეიფორიას” იწვევს. ეს ჰორმონებია ოქსიტოცინი (რომელიც სიყვარულის ჰორმონად არის ცნობილი), დოპამინი, ადრენალინი და ვასოპრესინი. სწორედ ამიტომ არის ასეთი სასიამოვნო და ძლიერი გრძნობა სიყვარული.

ოფლიანი ხელისგულები და აჩქარებული გულისცემა

როდესაც ვინმე გიყვარდებათ, ადრენალინი გამოიყოფა და თქვენს ტვინს სისხლი ჭარბად მიეწოდება. ეს ჰორმონია თქვენი ხელისგულების ოფლიანობის და აჩქარებული გულისცემის მიზეზი.

პეპლები თქვენს მუცელში

სენსაცია, რომელსაც “პეპლებს” ვეძახით რეალურია. სიყვარულის განცდა გამოყოფს ოქსიტოცინს, შედეგად განიცდით ბედნიერების შეგრძნებას, მაგრამ ამ დროს ასევე გამოიყოფა კორტისოლი, ე.წ. სტრესის ჰორმონი. სტრესის ჰორმონის გამოყოფისას, სისხლძარღვები ქვენი კუჭის გარშემო იკუმშება და ამიტომ გაქვთ “გულისრევის შეგრძნება”. სიყვარული საუკეთესოა ^_^

შენი შეყვარებული სტრესის წამალია (რომ იცოდე…)