1.2K
უგემრიელესი ბროკოლის მომზადების წესი და რეცეპტი ნებისმიერი დიასახლისითვის. ბროკოლის მოსამზადებლად ხორცით უკეთეს რეცეპტს ვერ იპოვით.
საჭირო ინგრედიენტები:
100 გრ საქონლის ხორცი
100 გრ ბროკოლი
3-4 ს.კ წვრილი ვერმიშელი
2 ს.კ მაიონეზი
მარილი-გემოვნებით
მომზადების წესი:
აიღეთ ბროკოლი, გაასუფთავეთ და კარგად მოხარშეთ. დაჭერით პატარა კუბიკებად. ამასთან ერთად, ცალკე მარილიან წყალში მოხარშეთ ვერმიშელი და გადაავლეთ ცივი წყალი.
ასევე აიღეთ საქონლის ხორცი, მოხარშეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით. ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ, მაიონეზი დაამატეთ და მალე ყველაფერი მზად იქნება.