მთავარი ურთიერთობები რა შემთხვევაში დავტოვებთ დადებით შთაბეჭდილებას გარშემომყოფებზე

რა შემთხვევაში დავტოვებთ დადებით შთაბეჭდილებას გარშემომყოფებზე

by guramus

მოუსმინეთ და მოგისმენენ: რამდენადაც უინტერესო თემაზე არ უნდა იწყებოდეს საუბარი, ეცადეთ არ შეიმჩნიოთ თემისადმი თქვენი  უინტერესო დამოკიდებულება. შეიძლება არ ჩაერთოთ დისკუსიაში, მაგრამ მოსაუბრეს არ შეაწყვეტინოთ. აცადეთ, თქვას ბოლომდე, შემდეგ კი, თუ რაიმე გაქვთ დასამატებელი, დაამატეთ, თუ გსურთ ოთახის დატოვება, დატოვეთ.

იყავით ბუნებრივი: ილაპარაკეთ მშვიდად, აუღელვებლად. სიტყვებს შორის დაიცავით პაუზა, მაგრამ იმდენიც არა, მსმენელს თქვენი ყურება მობეზრდეს,

თქვით კომპლიმენტები: თუ ვინმეს მისამართით გსურთ დადებითი შეხედულების ან ემოციის გამოხატვა, თქვით, ნუ მოგერიდებათ. ეს გარშემომყოფებზე ნამდვილად იმოქმედებს.

ნუ ისაუბრებთ თქვენს პრობლემებზე: თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წილი პრობლემა გვაქვს. ამიტომაც, საჯარო ადგილას არ არის მიზანშეწონილი საკუთარი დარდის საჯარო აფიშირება. გარდა იმის, რომ მსმენელზე იმოქმედებს ცუდად, თქვენი პირადი სივრცეც დაირღვევა.