აფასებ: მეტად აფასებ სიყვარულს, ყურადღებას, სითბოს. პირველი შემთხვევა საჭირო მაგალითი გამოდგა: ისწავლე, შესაძლოა, მანაც ისწავლა შენი მაგალითით. დაგროვდა გამოცდილება, მოგონებები;
ხარ მეტად ყურადღებიანი: იცი, რომ დეტალები აფუჭებს ურთიერთობას, ამიტომ ითვალისწინებ მცირედსაც კი.
მეტად უთმობ: ივიწყებ ბავშვურ კინკლაობებს და შენთვის სულელური პრიორიტეტები აღარაფერს წარმოადგენს. იცი, რომ როცა გიყვარს, მთავარი შენი მისდამი დამოკიდებულებაა და დანარჩენს, მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა აქვს.
სწავლობ პატიებას: ხვდები, რა არის მთავარი. იცი, რომ წყენა მალე უნდა გაქრეს, მომავალი რომ შეინარჩუნო. მომავალი კი გჭირდება, წარსული უკან რომ მოიტოვო;
გეგმებს რეალობად აქცევ: მცირე ასაკში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ვერ გაამართლეს. ამჯერად ჩანაფიქრებს ასრულებ, აკეთებ იმას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდი.
ხარ მეტად ძლიერი და გამოცდილი: სწორად კონცენტრირდები. იცი რა გააკეთო და როგორ. ცხოვრების საუკეთესოდ გატარებისთვის კი სწორედ ეს არის მთავარი.
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 3 ზოდიაქოს ნიშანი ულევი სექსუალური ენერგიით (ხართ ერთ-ერთი?!)