868
დილით ჯანსაღი და ნოყიერი საუზმით დაწყება, მთელი დღის პროდუქტიულობას განაპირობებს. ამიტომაც საჭიროა მიირთვათ მხოლოდ ჯანსაღი საკვები, ცილებით გამდიდრებული ინგრედიენტებით მომზადებული საუზმე .
ჯენიუსი გთავაზობთ 3 მარტივ რეცეპტს:
შვრიის ბლინი
დაგჭირდებათ:
- 1 კვერცხი
- 3 სუფრის კოვზი დაფქული შვრია
- 3 სუფრის კოვზი რძე
- კაკაო
მომზადების წესი:
ჩაყარეთ ყველაფერი ბლენდერში და ატრიალეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ დაასხით კარგად გახურებულ ტაფაზე და გამოაცხვეთ. გამოცხობას ძალიან მცირე დრო ჭირდება.
მიირთვით ხილთან ერთად.
ბლინების გროვა
დაგჭირდებათ:
- 250 გრამი გოგრა
- 2 კვერცხი
- 30 გრამი ჭვავის ფქვილი
- მარილი და პილპილი
- ყველი
- იოგურტი
მომზადების წესი:
- გახეხეთ გოგრა, დაუმატეთ დაუმატეთ კვერცხი და ჭვავის ფქვილი, მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.
- მიღებული მასა გააბრტყელეთ ტაფაზე და კარგად გამოაცხვეთ.
- მოამზადეთ საწებელი: ყველი და იოგურტი აურიეთ ერთმანეთში და დააბლენდერეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- მიირთვით ცხლად ბლინები საწებელთან ერთად.
ბრინჯის ტკბილი ხვეულა
დაგჭირდებათ:
- 100 გრამი მოხარშული ბრინჯი
- 2 კვერცხის ცილა
- 80 გრამი მდნარი ყველი
- ნებისმიერი ხილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- დააბლენდერეთ ბრინჯი და კვერცხის ცილა, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- გააბრტყელეთ კარგად გახურებულ ტაფაზე და გამოაცხვეთ ორივე მხარეს.
- აურიეთ ყველი და ხილი ერთმანეთში, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- წაუსვით მიღებული მასა გამომცხვარ ბლინს და გადაახვიეთ.
- გემრიელად მიირთვით :)