მთავარი რჩევები თუ თავი მუდმივად გტკივათ, ეს რჩევები დაგეხმარებათ ქრონიკული შაკიკისგან განიკურნოთ

თუ თავი მუდმივად გტკივათ, ეს რჩევები დაგეხმარებათ ქრონიკული შაკიკისგან განიკურნოთ

by guramus

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, თითოეული ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც განიცდის თავის ტკივილს, ადამიანების უმრავლესობა კი აღნიშნულ სიმპტომს უფრო ხშირად ეყრება.

ტკივილების სინდრომი შეიძლება განსხვავდებოდეს ინტენსიობით, ხასიათით, ლოკალიზაციით, წარმოქმნის დროით, გამომწვევი მიზეზებით, ხანგრძლივობით.

სწორედ ეს პარამეტრები უდევს საფუძვლად თავის ტკივილების კლასიფიკაციას, რომლებიც პირველადი და მეორადი, ეპიზოდური და ქრონიკული შეიძლება იყოს.

თავის პირველადი ტკივილები

თავის პირველად ტკივილებზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, როცა იგი არაა გამოწვეული სხვა რომელიმე პათოლოგიური პროცესით, არამედ ატარებს დამოუკიდებელ ხასიათს.

თავის ტკივილები დაძაბულობის შედეგად

ასეთი ტკივილი ჩნდება ცარიელი და მტკივნეული შეგრძნებებით, მკვეთრი ლოკალიზაციის გარეშე. ამასთან, შეიძლება აღგენიშნოთ მომატებული მგრძნობელობა კისრის, შუბლის, თავის თმიანი ნაწილისა და მხრების კუნთების არეში.

ნაწილობრივ, ამ ტიპის თავის ტკივილი დაკავშირებულია სტრესთან და მძიმე ფიზიკურ ან ინტელექტუალურ დატვირთვასთან. მდგომარეობის შემსუბუქება, ჩვეულებრივ, ხდება არასტეროიდული, ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების(ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროკსენი) მიღებით.

კლასტერული(დაგროვებითი) თავის ტკივილი

ეს მდგომარეობა ხასიათდება ძლიერი წვისა და მჩხვლეტავი ტკივილის შეგრძნებით ან თვალის უკანა ნაწილისა და სახის ერთი მხარის მტკივნეული შეგრძნებებით. ხანდახან, დაზიანების ადგილებში შეინიშნება შეშუპება, სიწითლე და ოფლიანობა, ასევე, ცხვირის შეგუბება და ცრემლდენა.

ტკივილი, შესაძლოა, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდეს. მამაკაცები 3-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან ამ ტიპის ტკივილით.

მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ექიმები რეკომენდაციას უწევენ ოქსინოგენოთერაპიას, სუმატრიპტანს, ადგილობრივ გამაყუჩებლებს(ლიდოკაინს), რომლებიც ბლოკავენ კალციუმის არხებს.

შაკიკი

მიგრენული თავის ტკივილი ჩნდება ინტენსიური პულსაციით თავის სიღრმეში. იგი საათობით და დღეებითაც კი გრძელდება.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე