მთავარი რჩევები თუ თავი მუდმივად გტკივათ, ეს რჩევები დაგეხმარებათ ქრონიკული შაკიკისგან განიკურნოთ

თუ თავი მუდმივად გტკივათ, ეს რჩევები დაგეხმარებათ ქრონიკული შაკიკისგან განიკურნოთ

by guramus

ადამიანებში, რომლებიც შაკიკით იტანჯებიან, მძლავრად იმატებს მგრძნობელობა მხედველობისა და გემოვნების გამღიზიანებლების მიმართ. ასევე, შესძლოა, აღინიშნოს გულისრევა და ღებინება.

შაკიკის დაახლოებით 20% შემთხვევებს წინ უძღვის მხედველობითი დარღვევა(აურა), რომელიც ჩნდება სინათლის ციმციმის, ბრმა ზონების, ზიგზაგების მაგვარი ზოლების სახით.

ქალები 30-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან შაკიკით. სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეპარატები – სუმატრიპტანი და რიზატრიპტანი.

მეორადი თავის ტკივილები

ასეთ თავის ტკივილებზე საუბარია იმ შემთხვევაში, თუ იგი ამა თუ იმ დაავადების ფონზე ვლინდება.

თავის სინუსური ტკივილები

სინუსური ტკივილი, ყველაზე ხშირად, ლოკალიზებულია ცხვირის ფრთების პროექციის მიდამოებში. ის ძალიან ხშირად ეშლებათ შაკიკში, ვინაიდან თავის ტკივილის ეს სახეობები მსგავს კლინიკურ სიმპტომებსწარმოქმნიან, თუმცა წარმოქმნის მიზეზები ერთმანეთისგან განსხვავდება.

სინუსური ტკივილები ჩნდება ალერგიული რეაქციით ან ინფექციური პროცესით, რომლებიც ცხვირის ლორწოვან გარსში ჩნდება.

მკურნალობის სქემა დამოკიდებულია დაავადების განვითარების მექანიზმზე. სინუსიტს სჭირდება ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშნვა, ხოლო ალერგიულ რეაქციას – ანტიჰისტამინური.

თავის ჰიპერტენზული ტკივილი

მომატებული არტერიული წნევა შესაძლოა ისეთი თავის ტკივილის მიზეზი გახდეს, რომელიც მაპულსირებელ ხასიათს ატარებს.

ასევე, ადამიანს შეიძლება აწუხებდეს სხვა სიმპტომებიც: მხედველობის დარღვევა, მგრძნობელობის დაკარგვა, სისხლდენა ცხვირიდან, სუნთქვის გართულებები. ამ სახის ტკივილის მკურნალობისთვის იღებენ ჰიპოტენზულ პრეპარატებს.

თავის პოსტტრავმული ტკივილი

დასახელება ყველაფერს ამბობს. პოსტტრავმული ტკივილები ჩნდება ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად. კლინიკური გამოვლინებების მიხედვით, იგი შეიძლება გახსენებდეთ მიგრენულ ან დაძაბულობის თანმდევ ტკივილებს.

ტკივილის სინდრომი, ჩვეულებრივ, ადამიანს ტრავმიდან 6-12 თვის განმავლობაში შეიძლება აწუხებდეს. მკურნალობა მოიცავს რეაბილიტაციურ ღონისძიებებს, ძილისა და დასვენების საკმაოდ რაოდენობას, ტრიპტანების, ბეტა-ბლოკატორებისა და ამიტრიპტილინის მიღებას ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

თავის ტკივილი შეიძლება სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს. თუ მოცემული სიმპტომი 48 საათის განმავლობაში გაწუხებთ და არ გადადის დამოუკიდებლად, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დახმარებას!