მთავარი რჩევები აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მენსტრუაციის ციკლის დროს ეს 6 დარღვევა გაქვთ

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მენსტრუაციის ციკლის დროს ეს 6 დარღვევა გაქვთ

by guramus

4. ამენორეა 6 თვის და მეტის განმავლობაში, მოზარდებში, მენსტრუაციის დაწყების პირველ წელს;

5. ანუმალური ტკივილიანობა, რომელიც ნორმალურ ცხოვრებაში გიშლით ხელს, გიზღუდავთ ფიზიკურ და სოციალურ აქტივობას;

6. მენსტრუაციული დღეების ხანგრძლივობის ცვლილება 3(ან მეტი) დღით;

7. სისხლიანი გამონადენი სხვა ფაზებში.

მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს, თუმცა, მათ შორის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნება:

1. ქრონიკული ინფექციური დაავადებები რეპროდუქციული ორგანოებისა, რომლის მკურნალობის კურსის გავლის შემდეგაც, როგორც წესი, ციკლი აღდგება;

2. ქირურგიული ჩარევის გადატანა, მათ შორის, აბორტის, რომლის შედეგადაც, შესაძლებელია, საშვილოსნოს კედლის მექანიკური დაზიანება და ანთებითი პროცესები;

3. საკვერცხეების პათოლოგიები, ონკოლოგიური პათოლოგიები ან პათოლოგიური პროცესები საკვერცხეებში;

4. ჰორმონალური არაგინეკოლოგიური ხასიათის დარღვევები, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პრობლემები;

5. ენდომეტრიოზი;

6. სისხლის შედედების დარღვევები;

7. საშვილოსნოს სისხლდენის დისფუნქცია, რომელიც რომელიმე ორგანოს დაზიანებით კი არაა გამოწვეული, არამედ ჩნდება დამოუკიდებლად, მოზარდობის ასაკში და 40 წელს გადაცილებული ქალბატონების 20% და 50%-ში.

მიმართეთ ექიმს, თუ ციკლში ნებისმიერი სახის დარღვევა აღმოაჩინეთ, რადგან ქალბატონის ჯანმრთელობისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი ასპექტია.