ყველამ იცის, რომ რეგულარულად ვარჯიში გახდომისა და ჯანმრთელობის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ვვარჯიშობთ კი ყოველდღე? არა. ყოველდღე გვძინავს? კი. ასე, რომ რომელია უკეთესი გზა გასახდომად ძილის დროს?
წარმოგიდგენთ 9 გასაოცარ ჩვევას, რომლებიც ძილის დროს კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ:
1. დალიეთ პროტეინის კოქტეილი დაძინებამდე
დალიეთ 30გრ პროტეინის კოქტეილი დაძინებამდე. კვლევით დადგინდა, რომ ეს ზრდის დასვენების დროს სხეულის მიერ დახარჯული კალორიების რაოდენობას.
პროტეინი ხელს უწყობს კუნთების აღდგენას. რაც უფრო დიდი გაქვთ კუნთოვანი მასა, მით უფრო მეტ კალორიას დაწვავთ დასვენების დროს.
2. მიირთვით სადილის მცირე დოზა
მოერიდეთ დიდ ულუფებს ღამით. ნუ შეჭამთ დაძინებამდე. ღრმა ძილის დროს ჩვენი ტვინი გამოყოფს ზრდის ჰორმონებს. თუ გვიან ღამით შეჭამთ, ზრდის ჰორმონი შეინახავს საკვებს საწვავის ნაცვლად ცხიმის მარაგად.
3. მოერიდეთ ალკოჰოლს
ალკოჰოლის მიღება დაძინებამდე აიძულებს ორგანიზმს, ალკოჰოლი ძილის დროს გადაამუშავოს, რაც თვალების სწრაფ მოძრაობას შეუშლის ხელს, ეს უკანასკნელი კი სხეულში ყველაზე მეტ ცხიმს წვავს.
სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე