მთავარი რჩევები 6 ფაქტი ქალურ ჯანმრთელობაზე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

6 ფაქტი ქალურ ჯანმრთელობაზე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

by guramus

4. სიამის ტყუპები

ყველას გვსმენია ასეთი ბავშვების შესახებ, თუმცა ცოტამ თუ იცის მათი ამგვარად ფორმირების მიზეზი. რეალურად, ეს ჰომოზიგოტური ტყუპები არიან, რომელთაც საერთო ორგანოები და სხეულის ნაწილები აქვთ იმიტომ, რომ ზიგოტის გაყოფის პროცესი ძალიან გვიან დაიწყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მათი სხეული, შესაძლებელია, შეერთებული ნებისმიერ მონაკვეთში იყოს. ასეთი ბავშვები ძალიან იშვიათად ჩნდებიან და, ძირითადად, გოგონები არიან. ეს დასახელება მათ ტაილანდელი ტყუპებისგან მიიღეს (Siam – ტაი. ადრე), რომლებიც ცირკში თამაშობდნენ.

ბოლო ათწლეულში ექიმებმა რამდენიმე შრომატევადი და ხანგრძლივი ოპერაცია ჩაატარეს ასეთ ბავშვთა სხეულების განსაცალკევებლად. სამწუხაროდ, მათი გადარჩენის მაჩვენებელი არც ისეთი მაღალია…

5. ირჩევს სწორედ „ქალბატონი“

კიდევ ერთი გავრცელებული გაუგებრობა არის ის, რომ კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს ის სპერმატოზოიდი, რომელიც ყველაზე სწრაფად „მიცურდება“ მასთან. ეს მხოლოდ ნაწილობრივაა სიმართლე. გადავხედოთ მთელ მექანიზმს: ოვულაციის შემდეგ, კვერცხუჯრედი საშვილოსნოს მილში ხდება. მას „დაიჭერს“ ფიბრიები და წაიღებს საშვილოსნოს ღრუსკენ ეპითელიუმის წამწამების დახმარებით.

კვერცხუჯრედს არ შეუძლია თავად გადაადგილება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩასახვის პროცესში მისი მონაწილეობა პასიურია. ჯერ ერთი, მას მხოლოდ თავისებური ტიპის სპერმატოზოიდით შეუძლია განაყოფიერება. მეორეც – სიეტლის Pacific Northwest Research ინსტიტუტის მეცნიერებმა შეკრიბა ყველა მონაცემი, რომლებიც ბოლო ათწლეულში შეგროვდა.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კვერცხუჯრედს შეუძლია გენეტიკური ინფორმაციია „წაკითხვა“ ყველა სპერმატოზოიდში და „უარის თქმა“ კონკრეტული მუტაციის აღმოჩენის შემთხვევაში. ამრიგად, იგი სპერმატოზოიდთა ნაკადიდან მხოლოდ ყველაზე ჯანმრთელი უჯრედისთვის „იხსნება“.

6. ემბრიონს შუძლია ერთბაშად ორი კვერცხუჯრედისგან ფორმირება

ბევრმა როდი იცის, რომ ემბრიონი ჩაისახება, თუ ხელოვნურად შევიყვანთ ერთი კვერცხუჯრედის Х-ქრომოსომას მეორეში, თუმცა, ნაყოფი მალე დაიღუპება და ფეხმძიმობა შეწყდება. ადამიანის ორგანიზმში არსებულ პრაქტიკულად ყველა უჯრედს აქვს 46 ქრომოსომა.

გამონაკლისი მხოლოდ სასქესო უჯრედებია – კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდებში მათი რიცხვი მხოლოდ 23-ს შეადგენს. ანუ, მათი ბირთვების შეერთებისას წარმოიქმნება 46-ქრომოსომიანი ზიგოტა. მხოლოდ ამ სახით შეუძლია მას ახალი სიცოცხლის წარმოქმნა. კვერცხუჯრედი Х-ქრომოსომების მატარებელია. ნაყოფის სქესი განისაზღვრება მისი გამანაყოფიერებელი სპერმატოზოიდით.

როგორც ცნობილია, იგი ატარებს ან Х (მისი მოხვედრისას გოგონა ჩაისახება) ან У-ქრომოსომას(მამრობითი სქესის ნაყოფი).

სრულიად ნორმალურია, თუ გაჩნდება კითხვა: რა იქნება, თუ ზიგოტას ორი კვერცხუჯრედიდან აღებული ХХ ქრომოსომებით გავანაყოფიერებთ? ფაქტობრივად, სპერმატოზოიდის მონაწილეობით „ნორმალური“ განაყოფიერების დროსაც, მომავალი ბავშვის სქესი მდედრობითი იქნებოდა.

თუმცა, ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორი კვერცხუჯრედით ჩასახული ზიგოტა ფეხმძიმობის პირველივე სტადიებზე წყდებოდა იმ მიზეზით, რომ დედის ორგანიზმში(საცდელ ცხოველში) არ ფორმირდებოდა პლაცენტა. ამრიგად, შემდეგი დასკვნა გამოიტანეს:

სრულყოფილი ფეხმძიმობისთვის აუცილებელია მამრობითი გენეტიკური ინფორმაცია, დამოუკიდებლად იმისა, თუ რომელ ქრომოსომაშია იგი მოთავსებული. ამასთან, თუ დედის გენეტიკა მომავალი ბავშვისთვის უზრუნველყოფს ნორმალურ განვითარებას, მამის გენეტიკა აუცილებელია პლაცენტის წარმოსაქმნელად.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: კვერცხუჯრედი, თაობის გასაგრძელებლად, „დაინტერესებულია“ იმ შემთხვევაში, თუ თავს არ ავნებს. მხოლოდ სპერმატოზოიდს შუძლია პლაცენტის განვითარება, რაც საშვილოსნოს დიდ ნაწილს იკავებს და უზრუნველყოფს ნაყოფს ნივთიერებებით, რომლებსაც შუძლია დედის ორგანიზმის დაზიანება.

სპერმატოზოიდისთვის მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, რომ გადარჩეს სწორედ მისი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი.