მთავარი რჩევები ბრინჯის ნახარშს აღარასდროს გადაღვრით, როცა მის 8 სასარგებლო თვისებაზე გაიგებთ

ბრინჯის ნახარშს აღარასდროს გადაღვრით, როცა მის 8 სასარგებლო თვისებაზე გაიგებთ

by guramus

ბრინჯი იაპონელთა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი დადებითად მოქმედებს კუჭსა და ნაწლავებზე, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და ჭარბ სითხეს.

და, მართალია, ცოტამ იცის ამის შესახებ, მაგრამ ბრინჯი გაცილებით უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, ხოლო ბრინჯის ნახარში სილამაზისთვის უნიკალური საშუალებაა.

აზიაში იგი დიდი ხანია გამოიყენება კოსმეტიკური და გამაახალგაზრდავებელი მიზნით. ბრინჯის მარცვლები გამოიყენება ფერმენტირებული წყლის წარმოებაში, რომელიც სახის ტონერის, თმის კონდიციონერის ან ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი სასმლის სახით გამოიყენება.

ბრინჯის წყალში დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებაა. მხოლოდ ერთი ჭიქა დღეში და თქვენ მაშინვე აივსებით ჯანმრთელობით!

ბრინჯის ნახარში წყლის უპირატესობები:

ბრინჯის წყალს მიიღებენ წყალში ბრინჯის გარეცხვის ან მდუღარე ბრინჯისგან სახამებლიანი სითხის გამოყოფის შედეგად. ასეთი წყალი:

1. ხელს უშლის ყაბზობას – ბრინჯის წყალში უამრავი საკვები ბოჭკოა, რომელიც არეგულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას. ასევე, იგი შეიცავს სახამებელს, რომელიც გეხმარებათ ნაწლავის ფლორის დაბალანსებაში და ხელს უწყობს მასში სასარგებლო ბაქტერიების გავრცელებას;

2. უმკლავდება დიარეას – ეს წყალი ხელმისაწვდომი საშინაო საშუალებაა დიარეის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზარდებში. განსაკუთრებით საშიშია მცირეწლოვანთა დიარეა, რაგდან ისინი სწრაფად უწყლოვდებიან, ბრინჯის წყალი კი ამ პრობლემას გაუმკლავდება;

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე