ყველამ იცის, რომ კარტოფილის მომზადება უამრავი სახითაა შესაძლებელი – სულ ეს არის. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ბოსტნეული ვერცხლის ნაკეთობების გაწმენდაში, იღლიების გათეთრებასა და ხელოვნების ნიმუშების შექმნაშიც კი დაგეხმარებათ.
ჩვენ შევაგროვეთ კარტოფილის გამოყენების 10 უჩვეულო გზა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.
1. მოაშორეთ ჟანგი ნივთებს მარტივად
ეს მოვლენა ყველას გვაწუხებს – მეტალი იჟანგება და ეს სრულიად ნორმალურია, საკითხავი ის არის, თუ როგორ უნდა მოვაშოროთ ეს რაღაც ჩვენს ტაფებს. გასაოცარია, მაგრამ კარტოფილი ამაში დაგეხმარებათ.
• პირველ რიგში, გაჭერით კარტოფილი შუაზე;
• აიღეთ საკვები სოდა, სუფრის მარილი ან ჭურჭლის სარეცხი სითხე;
• ჩაალბეთ კარტოფილის ნახევარი იმ საშუალებაში, რომელიც თქვენ შეარჩიეთ და გახეხეთ ჟანგიანი ნივთი მანამ, სანამ სრულიად არ გაიწმინდება. თუ თქვენმა კარტოფილმა მაგიური შესაძლებლობები დაკარგა, მოჭერით პატარა ნაწილი და გააგრძელეთ ზემოთ აღწერილი პროცედურა;
• გარეცხეთ ნივთი წყალში და გააშრეთ. სულ ესაა!
2. დამწვრობის მკურნალობა
ეს მოვლენა საკმაოდ სერიოზულია. არ დაგავიწყდეთ, რომ ქვემოთ აღწერილი მეთოდი მზისგან დამწვრობებს უფრო შეესაბამება, მაგრამ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოარგოთ კარტოფილი ნებისმიერი ტიპის დამწვრობას:
• აიღეთ რამდენიმე კარტოფილი, კარგად გარეცხეთ და დაჭერით თხლად;
• თუ ძალიან თხლად ვერ დაჭრით, დახეხეთ ან ჩაყარეთ ბლენდერში და შეურიეთ ერთგვაროვანი პასტის მიღებამდე. ეს ხერხი, შედარებით, არეულობას გამოიწვევს, სამაგიეროდ გექნებათ უფრო მეტი გამაგრილებელი საშუალება დამწვრობისთვის. გამოიყენეთ დოლბანდი ან ბამბის დისკები კანზე კომპრესების დასაფიქსირებლად;
• დაიდეთ ნაჭრები(ან ფორმა, რომელიც შეარჩიეთ) დაზიანებულ მონაკვეთზე, გაიჩერეთ 10-15 წუთით, მოიშორეთ და ჩამოიბანეთ კანი გრილი წყლით.
თუ მდუღარე წლით ან მსგავსი სახის დამწვრობა გაქვთ, კარტოფილის ნაჭრები ვერ დაგეხმარებათ. აქ კარტოფილის წვენი საოცრად მოქმედებს(ნაჭრები გატკენთ). დაიტანეთ კარტოფილის წვენი დამწვარ მონაკვეთზე და გაიჩერეთ მანამ, სანამ ტკივილი არ გაქრება. ამან, შესაძლოა, 10 წუთიდან რამდენიმე საათამდე გასტანოს, დამშვიდდით და შეცვალეთ კომპრესი, როცა გახურდება.
3. ლაქების ამოყვანა
დიახ, სერიოზულად ვსაუბრობთ. კარტოფილს შეუძლია(ზოგ შემთხვევაში) სხვადასხვა ქსოვილიდან ლაქების ამოყვანა.
• ამის გასაკეთებლად, გარეცხეთ რამდენიმე ცალი უმი კარტოფილი და დახეხეთ 0.5 ლ წყლით სავსე თასში;
• შემდეგ გადაწურეთ წვენი და დაუმატეთ 0.5 ლ წყალი. დაელოდეთ 10-15 წუთით;
• გამოიყენეთ კარტოფილის წვენში დალბობილი ღრუბელი ლაქების გასახეხად, შემდეგ გარეცხეთ ქსოვილი სუფთა ცივი წყლით.
თუ ხელები მოცვის, ჟოლოს ან სხვა რომელიმე კენკრის წვენით დაგესვარათ, გაჭერით კარტოფილი შუაზე და გაიხეხეთ ხელები.
4. ტყავის ფეხსაცმლების გაპრიალება
ტყავის ფეხსაცმელი ლამაზად გამოიყურება და კომფორტულიცაა. იგი დიდი ხნის განმავლობაშიც გემსახურებათ, მაგრამ ზედაპირი მალე იკაწრება და ხუნდება. ჩვეულებრივ კარტოფილს ამის გამოსწორება შეუძლია. სცადეთ შემდეგი პროცედურა, თუ ფეხსაცმელი ბინძურია და გაცვეთილის იერი აქვს:
• გაჭერით უმი კარტოფილი ორ ნაწილად;
• გაცეცეთ ფეხსაცმლის მთელი ზედაპირი;
• გააჩერეთ 5 წუთით. ამ ეტაპზე ტყავი მკრთალ ფერს მიიღებს, მაგრამ ნუ იდარდებთ, ეს სრულიად ნორმალურია;
• გაწმინდეთ ფეხსაცმელი მშრალი, რბილი ქსოვილით, სანამ არ გაპრიალდება.
5. ვერცხლის გაშავებული ნაკეთობების გაწმენდა
ყველამ იცის, რომ ვერცხლს საშინელი თვისება აქვს: იგი სულ უფრო მუქი და შავი ხდება დროთა განმავლობაში. ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ნაკეთობების ბზინვარების დაბრუნება გსურთ, მიმართეთ ამ ხერხს:
• დაჭერით და მოხარშეთ რამდენიმე ცალი კარტოფილი. როცა მზად იქნება, ამოიღეთ ბოლქვები – თქვენ მხოლოდ წყალი გჭირდებათ;
• ჩაალაგეთ გაშავებული ვერცხლი წყალში და დატოვეთ 1 საათით;
• ამოიღეთ და გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი ნაკეთობის გასაწმენდად;
• გარეცხეთ ნივთები სუფთა წყლით და გააშრეთ ქაღალდის ხელსაწმენდით.
6. იღლიების გათეთრება
ზაფხული მოდის და ჩვენ ყველას გვსურს, გამოვიყურებოდეთ საუკეთესოდ. იღლიები მუდმივად შავად გამოიყურება, ჩვენ კი წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას მათ გასათეთრებლად კარტოფილის გამოყენებით:
გზა #1
• გარეცხეთ და დაჭერით კარტოფილი;
• შეიზილეთ იღლიებში კარტოფილის ნაჭრები 3 წუთის მანძილზე;
• დაელოდეთ ნახევარი საათით, მიეცით კარტოფილს მოქმედების საშუალება;
• ჩამოიბანეთ კანი გრილი წყლით და გაიმშრალეთ პირსახოცით.
გზა #2
• დაჭერით და დააბლენდერეთ კარტოფილი ფაფის კონსისტენციამდე;
• დაიდეთ კარტოფილის პასტა იღლიებზე და გაიჩერეთ 10 წუთით;
• დაიბანეთ გრილი წყლით და გაიმშრალეთ პირსახოცით.
ორივე გზა უნდა გაიმეოროთ დღეში ორჯერ, 4 კვირის მანძილზე მაინც, შესამჩნევი შედეგებისათვის.
7. თავის ტკივილის გაქრობა
ოჰ, ეს საშინელი თავის ტკივილები! თუ დაიღალეთ აბებზე დამოკიდებულებით ან უბრალოდ ნატურალური მკურნალობის მეთოდებს იყენებთ, სცადეთ ეს გზა:
• გარეცხეთ და დაჭერით უმი კარტოფილი;
• დაიდეთ ნაჭრები საფეთქლებსა და შუბლზე და შემოიხვიეთ დოლბანდით;
• დაწექით, დახუჭეთ თვალები და დაელოდეთ ტკივილის გაქრობას.
8. ჯანმრთელობის გაუმჯობესება კარტოფილის წვენის დახმარებით
კარტოფილის წვენი სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით, მათ შორის, კალციუმით, ფოსფორითა და C-ვიტამინით. ამ ყველაფრის წყალობით, იგი აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას და სხვა ბევრი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისათვის.
მაგალითად, მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კარტოფილის წვენი შეიცავს მოლეკულას, რომელიც კურნავს წყლულებსა და გულძმარვას და შეუძლია მუცელში ბაქტერიების გამრავლების აღკვეთა. მას, ასევე, შესწევს ქოლესტეროლის დონისა და კიბოს გაჩენის რისკის შემცირების, წონაში კლების უნარი.
• გარეცხეთ და გათალეთ კარტოფილი;
• დაჭერით, დააბლენდერეთ პასტის კონსისტენციის მიღებამდე;
• გაწურეთ პასტა დოლბანდში, სუფთა წვენის მისაღებად.
მართალია, წვენი ძალიან გემრიელი არ არის, ამიტომ შეგიძლიათ ახალი ხილი ან სხვა ბოსტნეულის წვენი დაუმატოთ.
9. კანის გაპრიალება
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, კარტოფილი შესანიშნავია თქვენი კანისთვის. ანტიოქსიდანტები, C-ვიტამინი და სახამებელი, რომელიც კარტოფილშია, ატენიანებს კანს და კვებავს საჭირო ელემენტებით. წარმოგიდგენთ რამდენიმე სარგებელს, რომელიც კარტოფილს თქვენი კანისთვის მოაქვს:
• თვალების ირგვლივ სილურჯეებისა და ტომრების მოშორება: აიღეთ კარტოფილის ორი ნაჭერი და დაიდეთ თვალებზე 10-15 წუთით. დაიბანეთ სახე ცივი წყლით;
• აკნეს მოშორება: გაიხეხეთ კარტოფილის ნაჭერი აკნეზე და გაიჩერეთ მთელი ღამით. დილით სახე ჩვეულებრივ დაიბანეთ. ეს საშუალება არ არის მომენტალური, გაიმეორეთ იგი ყოველდღე, სანამ შედეგს არ მიიღებთ;
• შავი წერტილების გაქრობა: გაარჩიეთ და დააბლენდერეთ კარტოფილი. დაიტანეთ პასტა სახეზე მასაჟური მოძრაობებით. გაიჩერეთ 5 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით;
• მწერის ნაკბენების მოშუშება: უბრალოდ წაისვით ნაკბენზე უმი კარტოფილი და გააშრეთ. გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე;
• კანის დატენიანება და ნაოჭებთან ბრძოლა: დახეხეთ კარტოფილი, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი და 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. წასივით ნაზავი და გაიჩერეთ 10 წუთით, ჩამოიბანეთ გრილი წყლით;
• ცხიმიანი კანის მკურნალობა: დახეხეთ სუფთა, გათლილი კარტოფილი, დაუმატეთ ვარდისწყალი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. დაიტანეთ ნიღაბი და გაიჩერეთ 15-20 წუთით, ჩამოიბანეთ და გაიშრეთ სახე.
10. ცხელი და ცივი კომპრესები
ყველამ იცის, რომ ცხელ და ცივ კომპრესებს არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს: ისინი ხსნის დაჭიმულობას, კუნთების ტკივილს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გიხსნით ნალურჯების ტკივილისგან და ა.შ.
კარტოფილი იდეალურია ორივე სახის კომპრესისათვის.
• დაჭერით გაციებული კარტოფილი და დაიდეთ ნალურჯზე კანის დასაამებლად. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ მისი დაფარვა დოლბანდით;
• მოხარშეთ კარტოფილი, გაახვიეთ ქსოვილში და დაიდეთ კანზე ცხელი კომპრესის სახით. კარტოფილი არაჩვეულებრივად ინარჩუნებს ტემპერატურას დიდი ხნის მანძილზე;