მთავარი სილამაზე აი, 3 შესანიშნავი საშუალება ჭორფლების სამუდამოდ მოსაშორებლად

აი, 3 შესანიშნავი საშუალება ჭორფლების სამუდამოდ მოსაშორებლად

by guramus

ჭორფლების მოშორება რთული, თუმცა შესაძლებელია. სხვადასხვა კლინიკა ძვირადღირებულ პროცედურებს გვთავაზობს ჭორფლის მოსაშორებლად, მაგრამ, რა საჭიროა ზედმეტი ხარჯები, თუ ამის გაკეთება საშინაო პირობებშიც შეგიძლიათ.

წარმოგიდგენთ ჭორფლების მოშორების 3 ყველაზე ეფექტურ საშუალებას:

1. ჭორფლების გაჩენის პრევენციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემები. არ დაგავიწყდეთ მათი გამოყენება ყოველდღე. ეს კანს დაიცავს ჭორფლების გაჩენისგან, რადგან მათი მოშორება შემდგომში ძალიან რთულია;

2. პილინგი და კანის გათეთრება: სხვადასხვა მწარმოებელი გვთავაზობთს ნიღბებისა და სკრაბების დიდ არჩევანს. გამოიყენეთ იგი კვირაში ერთხელ მაინც. თუ ასეთი საშუალება თქვენს კანზე არ მოქმედებს, ჩაიტარეთ ეს პროცედურები სილამაზის სალონებსა და კოსმეტოლოგიურ ცენტრებში;

3. ჭორფლების გაუფერულება ლიმონის წვენს შეუძლია. კანზე 10 წუთით ლიმონის წვენის ყოველდღიური წასმა ჭორფლებს სულ უფრო გაამკრთალებს, რამდენიმე კვირის შემდეგ კი საერთოდ გააქრობს. ლიმონი ნატურალური და იაფი მათეთრებელი საშუალებაა.

გიცდიათ ეს პროცედურები? თქვენ რა გზით ებრძვით ჭორფლებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.