მთავარი რჩევები გახსოვთ, მაღაზიის თაროებზე შემოდებული “ვარდის წყლის” სურნელი? აი, როგორ მოამზადოთ საკუთარი ხელით

გახსოვთ, მაღაზიის თაროებზე შემოდებული “ვარდის წყლის” სურნელი? აი, როგორ მოამზადოთ საკუთარი ხელით

by Keti

ვარდის წყლის ტონიკი სახლის პირობებში საკმაოდ იოლად მზადდება. ამისთვის დაგჭირდებათ ჩაის ვარდი, ჯიში, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავილობს. და საჭიროა მხოლოდ მისი ნაზი ფურცლები და გამოხდილი წყალი.

ვარდის წყლის მომზადება საკუთარი ხელით

ალბათ ყველას გვახსოვს, რომ ადრე მაღაზიის თაროებზე ე. წ. ,,ვარდის წყალი” იყიდებოდა. ის გაქრა, მაგრამ მისი სასიამოვნო არომატი ბევრს ახსოვს – ვარდისფერი შეფერილობის სითხე, რომელიც გამჭვირვალე ფლაკონში ესხა.

აღმოჩნდა, რომ ასეთი ტონიკის მომზადება შესაძლებელია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ამისთვის დაგჭირდებათ ჩაის ვარდის ფურცლები, გამოხდილი წყალი, თერმომდგრადი მოცულობა მდგრადი მინით, პატარა ზომის ქვაბი და ჩვეულებრივი ვარდის რამდენიმე ფურცელი ფერისთვის.

ტონიკის მომზადება

1. გარეცხეთ ყვავილები სუფთა ცივი წყლით, მოაშორეთ მას ყველა ფურცელი და მოათავსეთ შუშის თერმომდგრად ჭურჭელში.

2. ვარდის ფურცლებს დაასხით წყალი და დააფარეთ ხუფი. წყალი ერთი სანტიმეტრით მაღლა უნდა იდგეს ფურცლების დონეზე. ფერისთვის დაამატეთ ჩვეულებრივი წითელი ვარდის რამდენიმე ფურცელი. თავდახურული ჭურჭელი ჩადგით მდუღარე წყლიან ქვაბში და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე.

3. ვარდის ფურცლები უნდა ითუშებოდეს 2 საათის განმავლობაში. ნახევარ საათში ერთხელ ხუფს ახადეთ და სწრაფად აურიეთ. როცა ფურცლები საბოლოოდ მოიხარშება, ცეცხლი ჩააქრეთ.

4. ისინი ბოლომდე უნდა გაცივდეს თავდახურულში, რათა არომატი არ დაკარგოს. გაციების შემდეგ კი გადაწურეთ და ფოთლებიც ცალკე გაწურეთ. ჩაასხით ლამაზ ბოთლში ან ფლაკონში. ესეც ასე, თქვენ მიიღეთ ნატურალური და სასარგებლო საშუალება, რომელიც ნებისმიერი ტიპის კანს უხდება. იგი ეფექტურია სახის გაღიზიანებულ და მშრალ კანზე გამოყენებისთვისაც.

ასეთი სახით ტონიკი თავის თვისებებს 2 კვირის მანძილზე შეინარჩუნებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრეის ბოთლიც მის შესასხურებლად. ასევე შეგიძლიათ ტონიკში ჩაამატოთ სულ ცოტა სპირტი და ამით მისი შენახვის ვადა გაიზრდება. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი გაყინვა პატარა კუბების სახით, რომლებსაც შემდეგ სახეზე წაისვამთ. კარგია, არა?

იცით თუ არა რომ?

1. ნატურალური ვარდის ზეთი ყველაზე ძვირფასია და აღემატება ძვირფასი ლითონების ღირებულებასაც კი.

2. ვარდების ყველაზე დიდი რაოდენობა იყიდება წმინდა ვალენტინის დღეს.

3. დამტკიცებულია, რომ ამ ყვავილის სუნი ადამიანს ხდის კეთილგანწყობილს.

4. მსოფლიოში ყველაზე პატარა ვარდი ეს არის ,,სი”, ის ბრინჯის მარცვლის ზომისაა.

5. ასკილი ვარდის ერთ-ერთი ველური სახეობაა და შეიცავს უფრო მეტ C ვიტამინს, ვიდრე ლიმონი.

აი, ასეთი არაჩვეულებრივი რამ არის ვარდი. შესანიშნავი არომატი, სასარგებლო თვისებები, უამრავი სხვადასხვა სახეობა, თუმცა ამასთან მახვილი და მჩხვლეტავი ეკლები. სცადეთ ვარდის წყლის მომზადება, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან კმაყოფილები დარჩებით! წარმატებებს გისურვებთ!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!