მთავარი სილამაზე 2 ინგრედიენტისგან შემდგარი საშუალება, რომელიც კბილებს 2 წუთში გაგითეთრებთ

2 ინგრედიენტისგან შემდგარი საშუალება, რომელიც კბილებს 2 წუთში გაგითეთრებთ

by guramus

რამდენჯერ გაგიმახვილებიათ ყურადღება ჟურნალებში სწორ, თეთრ და ლამაზ კბილებზე? რა თქმა უნდა, ჰოლივუდის ღიმილი ცოტა არ ღირს, ამიტომ ბევრს არ შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს.

თუმცა, რა იქნება თუ გეტყვით, რომ კბილების იდეალური გათეთრება შესაძლებელია სახლის პირობებშიც?

დღეს ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა გაითეთროთ კბილები რამდენიმე წუთში, სახლიდან გაუსვლელად.

ამ საშუალების მოსამზადებლად, აუცილებელია 2 ინგრედიენტი, რომლებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია:

ქოქოსის ზეთი და საკვები სოდა.

ქოქოსის ზეთი იდეალურია ჯანმრთელობის უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის, კიბოს პროფილაქტიკის, ალცჰაიმერის დაავადების შეფერხების, საჭმლის მონელების გაუმჯობესება, სისხლში შაქრის დონის გაუმჯობესება ცხიმების წვისა და ჰორმონების რეგულაციის მიზენით, ასევე, კბილების გათეთრებისა და კარიესის აღკვეთისათვის.

მომზადებისთვის სულ 2 წუთი გჭირდებათ, ამის შემდეგ კი კბილები იდეალურად თეთრი გექნებათ, ღიმილი – შეუდარებელი.

მომზადების წესი:

1. შეურიეთ 8 ჩ/კ საკვები სოდა და 8 ჩ/კ ქოქოსის ცივი ზეთი;

2. მოათავსეთ მასა კბილის ჯაგრისზე და ნელა გაიხეხეთ კბილები 2 წუთით მაინც;

3. შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუ წყლით და გაიღიმეთ.

შეგიძლიათ, ეს მასა ყოველდღიური კბილის პასტის სახით გამოიყენოთ. არომატისთვისა და გამაგრილებელი გემოსთვის, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი პიტნის ეთერზეთი.