მთავარი რჩევები 9 მავნე ჩვევა, რომელიც ყოველდღიურად ჩვენთვის შეუმჩნევლად გვაყენებს ზიანს

9 მავნე ჩვევა, რომელიც ყოველდღიურად ჩვენთვის შეუმჩნევლად გვაყენებს ზიანს

by guramus

მართალია, ჩვევების შეცვლა ძალიან რთულია, მაგრამ სრულებით შესაძლებელია. ორეგონის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ვერონიკა ირვინმა ჩაატარა კვლევა და გამოირკვა რამდენიმე ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც შეუმჩნევლად ვნებს ჩვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობას.

1. მზისგან დამცავი კრემის დიდი რაოდენობით გამოყენება

ყველამ იცის, რომ აუცილებელია ამ კრემის გამოყენება გარეთ გასვლისას, ეს დაგეხმარებათ კანის ნაადრევი დაბერებისა და კანის კიბოს თავიდან აცილებაში.

თუმცა, მისი გამოყენება დიდი რაოდენობითაც არ შეიძლება. მზის სხივებისა და ვიტამინ D-ს ნაკლებობა იწვევს სხვადასხვა ტიპის კიბოს, მათ შორის, პანკრეასის სიმსივნეს.

2. ცხიმების მიღებაზე უარის თქმა

დიეტაში დიდი რაოდენობით ცხიმი იწვევს გულის დაავადებებსა და წონის პრობლემებს, მაგრამ, ცხიმების მიღება საერთოდ არ უნდა შეწყვიტოთ.

ისინი გეხმარებათ ვიტამინების გადამყშავებაში. სასარგებლო ცხიმების მიღება დღეში 44-78 გრამის ოდენობით, დამოკიდებულია თქვენს პირად პრინციპებსა და გარემოებებზე.

3. დიდი რაოდენობით ბოსტნეულის მიღება

ბოსტნეული აუცილებელია ნებისმიერი ჯანსაღი დიეტისთვის. თუმვა, თუ მათ 7 ულუფაზე მეტჯერ მიიღებთ, ორგანიზმს დაიზიანებთ. იმისათვის, რომ თქვენი საკვებისგან მაქსიმუმი მიიღოთ, მიირთვით ახალი ბოსტნეული(უმი და არა მომზადებული) და არ მიირთვათ დღეში 4 ულუფაზე მეტი.

4. ვაშლის გათლა

ბოსტნეულისა და ხილის მთელი საკვები ნივთიერებების დიდი ნაწილი მათ კანშია. 100% ქვერციტინისა(ანტიოქსიდანტი, რომელიც გულის ჯანმრთელობას ინარჩუნებს) ვაშლის კანშია.

გაუთლელი ვაშლის ჭამა ეფექტურია  კარდიოვასკულარული სისტემის დაავადებების წინააღმდეგ. უბრალოდ, ნუ დაგავიწყდებათ პროდუქტის გარეცხვა ჭამამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ინფექციის გაჩენის რისკი.

5. ხმამაღალი მაღვიძარას დაყენება

ყოველთვის არსებობს „ჩაძინების“ რისკი, თუ მაღვიძარას ხმა არ გესმით, სწორედ ამიტომ, მას ძალიან მაღალ ხმაზე აყენებენ. ამის შედეგად, იზრდება გულისცემა და სისხლის წნევა.

ადამიანი წარმოუდგენლად მგრძნობიარეა დილის საათებში, როცა სხეული ჯერ კიდევ ისვენებს. მაღალ ხმას შეუძლია ჯანმრთელობის დაზიანება და სტრესის გამოწვევა კორტიზოლის დონის მატებით. თუ ასეთი გაღვიძება რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება, არსებობს ქრონიკული სტრესის გაჩენის რისკი.

6. ბოლი

სურნელოვანი ჯოხების წვა დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რაც გვეხმარება რელაქსაციასა და სტრესის მოხსნაში. თუმცა, ჩინეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ წვის დროს გამოყოფილი ბოლი იწვევს ფილტვების კიბოს, ლეიკემიასა და ტვინის პრობლემებს.

7. დიდი რაოდენობით ენერგეტიკული სასმელის მიღება

ენერგეტიკული სასმელები გაფხიზკებთ და ზრდის თქვენს პროდუქციულობას. თუმცა, მათი ჭარბი მიღება არაა რეკომენდებული, ვინაიდან იგი იწვევს არასტაბილურ გულისცემას.

8. თავის შეხვევა ბანაობის შემდეგ

უფრთხილდით თავის შეხვევას პირსახოცით. როცა თმა სველია, მძიმე პირსახოცი ყოფს ბოლოებს და იწვევს თმისცვენას. ამის ნაცვლად, შეიმშრალეთ თმა პირსახოცით რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ გაიშრეთ თმა.

9. გრძელვადიანი შხაპის მიღება

ასეთი შხაპი ყველას მოსწონს – გვეხმარება განტვირთვასა და ჩაძინებაში. თუმცა, ხანგრძლივი შხაპი გაშორებთ საჭირო ცხიმებს თმიდან და კანიდან, რაც იწვევს მის გამოშრობასა და ქავილს. მიიღეთ შხაპი მხოლოდ 10 წუთის მანძილზე.