მთავარი რჩევები “თუ წონაში დაკლება გადაწყვიტეთ, დიეტის დაწყებამდე, ეს ერთი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ!”

“თუ წონაში დაკლება გადაწყვიტეთ, დიეტის დაწყებამდე, ეს ერთი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ!”

by guramus

თუ რამდენიმე ჭარბი კილოგრამის მოშორება გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმატების 90%-ს კვება წარმოადგენს.

ქალბატონები ფიქრობენ, რომ გასახდომად შიმშილი ან უმარილო წიწიბურაა საჭირო, კეფირზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ცდებით!

რა თქმა უნდა, დღიური მენიუს გათვლისას, სხვადასხვა ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოთ: კალორიების დათვლა, პროდუქტში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების კონცენტრაციის განსაზღვრა და საკვების ულიფების დანაწილება.

ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, სწორი კვების მკაცრ ჩარჩოებშიცაა შესაძლებელი ჯანსაღი საკვების მიღება და, რაც მთავარია, გემრიელი კერძებით ტკბობა.

ჩვენ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჯანსაღ გახდომასა და მეტაბოლიზმის დაჩქარებას განაპირობებს საკვების 5 მიღება: 3 ძირითადი (საუზმე, სადილი და ვახშამი) და 2 წახემსება.

დიეტაზე მყოფთათვის, ყველაზე მნიშვნელოვანი კვება საუზმეა. სწორედ ამ დროს ივსებით ენერგიით მთელი დღისათვის, აძლევთ საჭმლის მომნელებელ სისტემას მუშაობისა და ნივთიერებათა ცვლის დაწყების საშუალებას.

სწორი საუზმე უნდა შედგებოდეს რთული ნახშირწყლებისგან, რომლებსაც ორგანიზმი თანდათან ითვისებს და დიდხანს გიტოვებთ დანაყრების შეგრძნებას.

იდეალური საუზმე მათთვის, ვისაც გახდომა სურს, შედგება შვრიის ფაფისგან – ეს არავის გაუუქმებია. ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ იგი სწორად, რათა დააჩქაროთ გახდომის პროცესი და კარგადაც გაწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან.

გასახდომი საუზმე

ინგრედიენტები

• 2 ს/კ შვრიის ფაფა;

• 1 ჭ უცხიმო ნატურალური იოგურტი;

• 1 ჩ/კ კაკაო;

• 1 ჩ/კ სელის დაფქული თესლი;

• 5-7 ქლიავი.

მომზადების წესი

1. დაასხით 100 მლ ცხელი წყალი ქლიავს და გააჩერეთ 10 წუთით;

2. ღრმა თეფშში შეურიეთ შვრიის ფაფა, კაკაო და სელის თესლი, დაასხით იოგურტი და კარგად მოურიეთ;

3. დაჭერით ქლიავი წვრილად და ჩაყარეთ მიღებულ ფაფაში. დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი.

ისაუზმეთ ამ გემრიელი ფაფით და რამდენიმე კვირაში შედეგს აუცილებლად შეამჩნევთ!