მთავარი რჩევები ფეხის სოკოს მოშორების ნატურალური და ეფექტური საშუალება

ფეხის სოკოს მოშორების ნატურალური და ეფექტური საშუალება

by guramus

გარეთ ზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა ფეხები დაასვენოთ და ჩაიცვათ სანდალები, ქოშები თუ შლოპანსები.

მაგრამ იმას, რაც ერთს უხარია და დასვენების საშუალებას აძლევს, სხვებისთვის უსიამოვნებები მოაქვს.

მშრალი კანი, ნახეთქები და სოკო ცუდად მოქმედებს ადამიანების თავდაჯერებულობაზე ნებისმიერ ასაკში, ზაფხულის დადგომასთან ერთად კი, ეს უსიამოვნო პრობლემა რამდენჯერმე უარესდება.

ნახეთქები და სიმშრალე ტკივილსაც კი იწვევს, ამასთან, გვინდება ფეხების დამალვა სხვებისგან. არ გჭირდებათ დახურული ფეხსაცმლის ჩაცმა აუტანელ სიცხეში, რადგან ჩვენ გთავაზობთ უმარტივეს და ეფექტურ მეთოდებს სოკოსა და ნახეთქების მოსაცილებლად ფეხებიდან.

კრემი ტერფებისთვის

ამ საშუალების გამოყენებით, თქვენ სახლშიც შეძლებთ ტერფების დატენიანებასა და დარბილებას, ყოველგვარი სალონური პროცედურების გარეშე.

ინგრედიენტები:

• 100 მლ გლიცერინი;

• 50 მლ ნუშის ეთერზეთი;

• 80 მლ თეთრი კბილის პასტა.

მომზადება და გამოყენება

1. აიღეთ მოსახერხებელი კონტეინერი მომავალი კრემისთვის, სასურველია, ჰერმეტულად იხურებოდეს. მოათავსეთ შიგ კბილის პასტა ტუბიდან.

2. დაუმატეთ გლიცერინი, ნუშის ზეთი და კარგად შეურიეთ. დამატენიანებელი კრემი ტერფებისთვის მზადაა! გაითვალისწინეთ, რომ ამ კრემის შენახვა შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.

3. დაიტანეთ კრემი დაზიანებულ ტერფზე ყოველდღე, ძილის წინ. კანი მალევე დაგირბილდებათ და დაგლუვდება, რბილი ტერფები და ლამაზი პედიკური მოგცემთ საშუალებას, თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი ნებისმიერ სიტუაციაში.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ შემდეგ გვერდზე