მთავარი რჩევები ფეხის სოკოს მოშორების ნატურალური და ეფექტური საშუალება

ფეხის სოკოს მოშორების ნატურალური და ეფექტური საშუალება

by guramus

ტერფების მოვლის წესები:

1. პედიკური

სალონში თუ სახლში, რეგულარული პედიკური ტერფების ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტია. არსებობს ერთი ნიუსანსი: იმისათვის, რომ ტერფის მგრძნობიარე კანმა დიდხანს შეინარჩუნოს სიგლუვე და სირბილე, გამოიყენეთ სპეციალური ლოსიონები, რომლებიც ატენიანებს კანს. გახსოვდეთმ რომ არასწორად გაკეთებული პედიკური ხშირად იწვევს ნახეთქებს ტერფებზე.

2. ყოველდღიური აბაზანა

ფეხის აბაზანები, შეიძლება, უმნიშვნელოდ და ნაკლებეფექტურად გეჩვენოთ, მაგრამ, თუ მათ სწორად და რეგულარულად ჩაიტარებთ, ისინი ნამდვილად იდეალური დანამატი იქნება კომპლექსური მოვლისათვის. 1 ს/კ არომატული ზღვის მარილი გააზავეთ 1 ლ წყალში და დღეში 10 წუთი დაუთმეთ ამ აბაზანას, რათა შეინარჩუნოთ ტერფების ჯანმრთელობა ზაფხულშიც და ზამთარშიც.

3. ვარჯიში

აბაზანის ფსკერზე დაფინეთ მასაჟის ხალიჩა, ჩართეთ ძალიან ცივი წყალი(წყალმა ტერფები ნახევრად უნდა დაფაროს), დადექით ხალიჩაზე და იარეთ. დაიწყეთ 10-15 ნაბიჯით და თანდათან ადით 100 ნაბიჯამდე.

პროცედურის შემდეგ, გაიმშრალეთ ფეხები და ჩაიცვით ბამბის წინდები. ენერგიის მძლავრი გამოთავისუფლება და ტერფების დაუჯერებელი სიმსუბუქე გარანტირებულია.

4. დატენიანება

ტერფების მშრალი კანი აქერცვლის, უსიამოვნო კოჟრებისა და მტკივნეული ნახეთქების გამომწვევი მიზეზია.

დამატენიანებელი კრემებისა და ნიღბების ყოველდღიური გამოყენება მიანიჭებს თქვენს ტერფებს სირბილესა და სიმსუბუქეს.

5. ცხენისწაბლას ნაყენი

კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც გააჯანსაღებს და დაარბილებს თქვენს ტერფებს. 50 გრ წაბლის დაბლენდერებულ ნაჭუჭს დაასხით 0.5 ლ არაყი. შედგით ნაყენი მაცივარში 2 კვირით. მიიღეთ 30 წვეთი ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. შეანჯღიეთ ჭურჭელი გამოყენებამდე.

6. ტერფის მასაჟი

ეცადეთ, დაიმასაჟოთ ტერფები ყოველდღე – თუ დამოუკიდებლად არა, სალონში, ან სთხოვეთ ქმარს.

პროცედურა საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას დამღლელი დღის შემდეგ, მიანიჭებს ტონუსს, აგავსებთ ენერგიითა და ჯანმრთელობით. და საერთოდ – ეს ძალიან სასიამოვნოა!