მთავარი კულინარია “ბოლო წლებია მარწყვის მურაბას ამ მეთოდით ვამზადებ. სულ რაღაც 30 წუთი მჭირდება მოსამზადებლად.”

“ბოლო წლებია მარწყვის მურაბას ამ მეთოდით ვამზადებ. სულ რაღაც 30 წუთი მჭირდება მოსამზადებლად.”

by guramus

ნახევრადგამჭვირვალე მურაბა მსხვილი, შაქრიანი კენკრით, რომლებიც, თითქოს, ახლახან მოკრიფეს, – ნუთუ ეს ნებისმიერი დიასახლისის ოცნება არაა?

ჩვენ გთავაზობთ მარტივი და უგემრიელესი მურაბის რეცეპტს, რომელიც სწრაფად მზადდება(ე.წ. უმი მურაბა). და მაინც, გულს რაღაც ლამაზი სურს, მაგალითად, მთლიანი მარწყვები თავის წვენში. არავითარი გადახარშვა ან დაჭყლეტა.

გაეცანით „შემწვარი“ მურაბის რეცეპტს:

ინგრედიენტები:

• მარწყვი – 1 კგ;

• შაქარი – 1 კგ;

• ლიმონმჟავა – 0.3 ჩ/კ;

• წყალი – 2 ს/კ.

მომზადების წესი:

1. გარეცხეთ და გაწმინდეთ მარწყვი. ამასობაში დადგით ტაფა გასაცხელებლად.

2. დაასხით ტაფაზე 2 ს/კ წყალი და მაშინვე ჩაყარეთ მარწყვი. ორიოდ წუთუს შემდეგ იგი დაიწყებს ბევრი წვენის გამოყოფას. როგორც კი ეს პროცესი დაიწყება, დანიშნეთ 7 წუთი და მოთუშეთ მარწყვი საშუალო ცეცხლზე.

 

3. დაუმატეთ ლიმონმჟავა, შაქარი და გააჩერეთ ცეცხლზე ადუღბიდან 5 წუთის მანძილზე. ეცადეთ, მაქსიმალურად ნაკლებად მოურიოთ მურაბას, რათა სრული კენკრა არ დააზიანოთ. მომზადების დროს მოხადეთ თავზე წარმოქმნილი თხელი ფენა.

 

4. აიღეთ ცეცხლიდან, აცადეთ გაგრილება და გადაასხით ქილებში. მზადაა! ეს რეცეპტი გათვლილია 3 ქილაზე.

 

ასეთი მურაბა შეგენანებათ დესერტების გამოსაცხობად. უმჯებისია, გამოიყენოთ ისინი ბლინების, ნაყინის, ტორტის მორთვისთვის ან უბრალოდ მიირთვათ ჩაისთან ერთად.

გახსოვდეთ: ამ მურაბას სულ 30 წუთი სჭირდება! აქვს მარწყვის მკვეთრი გემო და ლამაზი ფერი, სხვაგვარად კი არ განსხვავდება მსგავსი მურაბებისგან.