მთავარი რჩევები ოცნება ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს

ოცნება ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს

by guramus

ბევრი ფიქრობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ნებას აძლევენ გადაეშვან ფანტაზიის მორევში, რეალურად არ შეუძლიათ საკითხზე კონცენტრირება. ხშირად უთქვამთ შემდეგი ფრაზები “დაეშვი ღრუბლებიდან დედამიწაზე”, ან “რეალობაში იცხოვრე, ნუ ოცნებონ”…

თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ოცნება კარგია ადამიანისთვის. მეოცნებე ადამიანები გამოირჩევიან კარგი მეხსიერებით.

ერთ-ერთ კვლევაში, რომელშიც 124 კურსდამთავრებული მონაწილეობდა, 7 დღის განმავლობაში მონაწილეებს სპეციალურად მათთვის გადაცემულ ელექტრონულ მოწყობილობაში უნდა ჩაეწერათ თუ როდის ოცნებობდნენ სამუშაო საათების განმავლობაში. მათ ასევე უნდა აესახათ ოცნების თემატიკაც.

კვლევამ აჩვენა, რომ ის მონაწილეები, რომლებიც სამუშაო საათებში სხვებთან შედარებით ბევრს ოცნებობენ და ფანტაზიით არიან შეპყრობილნი, გაცილებით კარგი მეხსიერებით გამოირჩევიან.