მთავარი კულინარია აბა გასინჯეთ ეს თხელი ლავაში. სახლში ვამზადებ და აღარც ვეკარები მაღაზიაში ნაყიდს.

აბა გასინჯეთ ეს თხელი ლავაში. სახლში ვამზადებ და აღარც ვეკარები მაღაზიაში ნაყიდს.

by Keti

მრავალ ოჯახში უპირატესობას ანიჭებენ არა პურს, არამედ ლავაშს. ზოგი მას მირთმევს კერძებთან ერთად, სხვები ლავაშში ახვევენ შიგთავსს და მიირთმევენ როგორც დამოუკიდებელ კერძს კვების ჯერად. ზოგადად თხელი ლავაში – ეს კავკასიური სამზარეულოს უნივერსალური შემადგენელია.

სახლის ლავაში უფრო გემრიელია, ვიდრე ნაყიდი, თუმცა მისი გაკეთება დიდ დროს მოითხოვს.

ჩვენ გთავაზობთ უსაფუარო ლავაშის რეცეპტს, რომელიც წარმოადგენს ფორმულად წყლის, ზეთისა და ფქვილის იდეალური შეხამებით და მისგან საუკეთესო ცომი მიიღება. ასევე ასეთი ლავაშის მომზადება მარტივია.

ინგრედიენტები:

ხორბლის ფქვილი – 350 გრამი

ზეთი – 30 მილილიტრი

წყალი – 150 მილილიტრი

მარილი – 7 გრამი

მომზადება:

დაყარეთ ფქვილი ფიცარზე ან რაიმე მსგავს ზედაპირზე, მასში გააკეთეთ ღრღმული და ჩაასხით წყალი, ზეთი, ჩაყარეთ მარილი და აკურატულად აურიეთ ცომი ჩანგლის დახმარებით.

მოზილეთ ცომი ხელით. ის გამოდის ძალიან მშრალი და დრეკადი. შეახვიეთ ცომი პოლიეთილენის პარკში და დატოვეთ თხუთმეტი წუთით.

გაყავით ცომი დაახლოებით ათ ნაწილად, თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში.

თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ ფირფიტის სახით, რომლის სისქე არ უნდა იყოს ორ მილიმეტრზე მეტი.

გააცხელეთ ტაფა ცხიმის გარეშე, გამოაცხვეთ ლავაშები საშუალო ცეცხლზე დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში, თითოეულ მხარეს.

დაალაგეთ ფირფიტები ერთმანეთზე, შემდეგ დააფარეთ ნამიანი ჩაის ტილო.

როცა გემრიელი ლავაში მზად იქნება, ისე გამოიყენეთ, როგორც მოგესურვებათ. ლავაში ძალიან გემრიელი გამოდის, თუ მასში შევახვევთ ფარშს, ხაჭოს, გახეხილ ყველს და სხვა პროდუქტს.

გემრიელად მიირთვით!