ვიტამინების ბომბი! აი, რა მოხდება თუკი ყოველდღიურად მიიღებთ ამ საშუალების ერთ კოვზს

ჩვენი ორგანიზმისთვის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ვიტამინებისა და მინერალების საკმარისი რაოდენობა, თუმცა ამისთვის აუცილებელი არაა აფთიაქში სირბილი და ძვირადღირებული ვიტამინების კომპლექსის შეძენა. ხომ არსებობს სასარგებლო ნივთიერებებით სავსე პროდუქტები. ჩვენ გთავაზობთ სასარგებლო ნარევის რეცეპტს და მოგიყვებით მშრალი ხილის (ჩირი) სარგებლობის შესახებ.

მშრალი ხილის ნარევი

ეს ნარევი გვმუხტავს სიმხნევით მთელი დღე, აწესრიგებს გულის მუშაობას, ასუფთავებს სისხლს და ამტკიცებს იმუნიტეტს.

ინგრედიენტები

300 გრამი ბერძნული კაკალი

300 გრამი კურაგა (გარგარის ჩირი)

300 გრამი ლეღვი

300 გრამი შავი ქლიავი

300 გრამი შავი ქიშმიში

ორი ჭიქა თაფლი

ორი ლიმონი

მომზადება

ყველაფერი მარტივია. გარეცხეთ ჩირი თბილ წყალში, ცოტა შეაშრეთ. შემდეგ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ (კანთან ერთად, მაგრამ კურკების გარეშე). მიღებული ნარევი შეურიეთ თაფლს და შუშის ქილაში გადაიტანეთ. შეგიძლიათ დაამატოთ სხვა კაკლებიც, ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იქნება.

ნარევი უნდა შეინახოთ ცივ ადგილას. დღეში მხოლოდ ერთი კოვზი მიიღეთ, უმჯობესია დილით, ჭამის წინ. თუ იმუნიტეტის პრობლემები გაქვთ და ხშირად ხდებით ავად, შეგიძლიათ დღეში 2-3 კოვზიც მიიღოთ. გამოიყენეთ ნარევი, სანამ სულ არ გათავდება, შემდეგ კი ერთი თვით შეისვენეთ.

ასე შეძლებთ იმუნიტეტის გამტკიცებას და დაივიწყებთ გაციებას. თუკი თითოეულ კომპონენტს ცალ-ცალკე განვიხილავთ, მივხვდებით, რომ ეს საუკეთესო ვიტამინური ნარევია.

1. კურაგა

ეს კაშკაშა ჩირი შეიცავს დიდი რაოდენოთ მაგნიუმს, კალიუმს, რკინას, ვიტამინ B5-ს. მდიდარია ორგანული მჟავებით. სასარგებლოა გულის დაავადებების, ანემიის, მხედველობის პრობლემების დროს. აქვს ასევე გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

2. შავი ქლიავი

კიდევ ერთი ვიტამინური ბომბა. იგი შეიცავს უჯრედისს, ორგანულ მჟავებს, მრავალ ვიტამინსა და მინერალს. ეხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ონკოლოგიის, ჰიპერტონიის მკურნალობას.

3. ქიშმიში

ეს არის ენერგიის იდეალური წყარო, ქიშმიში შეიცავს კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, უჯრედისს, B ვიტამინების კომპლექსს. რეკომენდირებულია ნერვული სისტემის დარღვევების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. იყენებენ ანემიის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების პროფილაქტკისთვის.

4. კაკალი

შეიცავს ანტიოქსიდანტების ყველაზე დიდ რაოდენობას და ამით აძლიერებს იმუნიტეტს. მისი რეგულარული გამოყენება ამცირებს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.

ასევე ნარევის შემადგენლობაში არსებულ თაფლსა და ლიმონზე მრავალჯერ გვაქვს ნასაუბრები. ეს ნარევი უნიკალური და ძალიან სასარგებლოა, რაც ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აჯანსაღებს ორგანიზმს. გააკეთეთ ის დღესვე.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ ის მეგობრებს!


  მსგავსი სიახლეები

  კომენტარები