მთავარი რჩევები ჩვენ გასწავლით ე.წ. პედიკურის წინდების დამზადებას, რომელიც უმკლავდება მტკივნეულ კოჟრებსა და ნახეთქებს.

ჩვენ გასწავლით ე.წ. პედიკურის წინდების დამზადებას, რომელიც უმკლავდება მტკივნეულ კოჟრებსა და ნახეთქებს.

by Keti

ქალური საუბრების მთავარი თემა სხეულის მოვლას ეხება. ერთ-ერთი მათგანი კი პედიკურის შესახებაა. ჩვილისთვის დამახასიათებელი, იდეალური ქუსლები ყველა გოგონას ოცნებაა. უხარისხო და მჭიდრო ფეხსაცმელი, მდგომარე სამუშაო, ტერფების დეფორმაცია… ყველაფერი ეს იწვევს ქუსლების გაუხეშებას.

პედიკურის წინდები 

ქუსლების მოვლის მრავალი საშუალებიდან ბაზარზე გამოჩნდა ე.წ. პედიკურის წინდები. ის ეფექტურია, თუმცა საკმაოდ ძვირი და ხშირად არახელმისაწვდომი. ჩვენ შემოგთავაზებთ საიდუმლოს – როგორ გააკეთოთ მსგავსი წინდები სახლის პირობებში.

შედეგი – გლუვი და ნაზი კანია. მის მოსამზადებლად საკმარისია 15 წუთი. ინგრედიენტები კი ადვილად ხელმისაწვდომია.

პედიკურის წინდების სუპერ რეცეპტი

თქვენ დაგჭირდებათ

ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

ექვსი-რვა ტაბლეტი ასპირინი

ორი სუფრის კოვზი გლიცერინი

ასი მილილიტრი თბილი წყალი

ორი წყვილი წინდა

გამოყენება

1. მოსახერხებელ ჭურჭელში ჩაფშხვენით ასპირინის ტაბლეტები. შემდეგ ფხვნილი და ლიმონის წვენი გახსენით წყალში და დაამატეთ მიღებულ ხსნარს გლიცერინი.

2. კონცენტრაცია შეამოწმეთ ფეხის კანის ნაზ მონაკვეთში. ხსნარმა ძლიერად არ უნდა დაგწვათ, მხოლოდ მსუბუქი ქავილი უნდა იგრძნოთ. მიაქციეთ ამას ყურადღება!

3. გახსენით ხსნარი წყლით ან დაამატეთ კვლავ ლიმონის მჟავა ან ასპირინი, კანის რეაქციის მიხედვით.

4. ჩაიცვით ფეხებზე ბამბის წინდები, რომლებიც გადასაყრელად არ დაგენანებათ. ტერფის პრობლემური ადგილები უხვად ჩაასველეთ მომზადებნულ ხსნარში, შეგიძლიათ მთლიანი ტერფის ჩაყოფა.

5. შემდეგ წინდებზე პოლიეთილენის პაკეტები შემოიხვიეთ და წებოვანი ლენტით დაიმაგრეთ.

6. გაიხადეთ წინდები ნახევარი საათის შემდეგ. გულმოდგინედ დაიბანეთ გამდინარე წყლით და სქელ ფენად წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემი. შემდეგ კვლავ ჩაიცვით სხვა ბამბის წინდები.

სჯობს, რომ წინდები გეცვათ მთელი ღამე ან 2-3 საათი მაინც.

7. ქუსლების დარბილება დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ შერჩეული ხსნარის კონცენტრაციაზე. თუ არ დაიწყება, პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ ან ქუსლების პემზის დახმარებით თქვენით დაეხმაროთ კანს დარბილებაში. ამ შემთხვევაში აკურატულები უნდა იყოთ, რადგან კანი გაცილებით იოლი ასაქერცლი იქნება.

ყურადღება მიაქცეთ, რომ პედიკურისთვის საჭირო სამართებელი ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ და ის შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდეს.

სცადეთ ასეთი წინდების გაკეთება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილები დარჩებით. მოუყევით თქვენს გოგო მეგობრებსაც მის შესახებ!