მთავარი კულინარია ღუმელში გამომცხვარი კოტლეტები: თუ პიურესაც დაუმატებთ, ოჯახის წევრებს ძალიან გაახარებთ. აი, რეცეპტი

ღუმელში გამომცხვარი კოტლეტები: თუ პიურესაც დაუმატებთ, ოჯახის წევრებს ძალიან გაახარებთ. აი, რეცეპტი

by Keti

ყოველთვის არ არის იმის საშუალება, რომ ნახევარი სუპერმარკეტი შევიძინოთ გემრიელი ვახშმის მოსამზადებლად. თუმცა გვინდა, რომ გავანებივროთ საყვარელი მეუღლე და ბავშვები, ამიტომ ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ და შესაძლო ვარიანტს კერძების მოსამზადებლად.

დღეს ჩვენ გიამბობთ კარტოფილის კოტლეტების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ წინა დღის პიურესა და ფარშის ნარჩენისგან. უბრალოდ გამონახეთ დრო ამ კულინარული შედევრის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები

700 გრამი კარტოფილი

60 გრამი კარაქი

50 მილილიტრი რძე

200 გრამი მაგარი ყველი

50 გრამი კამა

350 გრამი ღორის ფარში

ორი ცალი კვერცხი

ერთი ცალი ხახვი

ორი კბილი ნოირი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ კარტოფილი და ჩაჭყლიტეთ, დაამატეთ მასში კვერცხის ცილა, კარაქი, რძე და სანელებლები.
  2. ფარშში დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ჩაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და ერთი კვერცხი. აურიეთ ყველაფერი.
  3. დაჭერით ყველი კუბებად და თითოეული შეახვიეთ ფარშის ნაწილში. შემდეგ ხორცის ბურთულები ამოავლეთ კარტოფილის პიურეში. გაიმეორეთ ეს, სანამ არ დამთავრდება ინგრედიენტები.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, დაალაგეთ მასზე კოტლეტები და თითოეულ მათგანს ერთი ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით, ან მოაყარეთ მსხვის სახეხზე გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში, ოქროსფრამდე.

მზა კოტლეტები მიიტანეთ მაგიდასთან არაჟანთან, იოგურტთან ან ნაღების სოუსთან ერთად. ასევე შეგიძლიათ ხორცის შიგთავსი სხვა ნებისმიერი შიგთავსით შეცვალოთ – შემწვარი შამპინიონებით, კვერცხითა და მწვანილით და ყველითა და ლორით.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს გემრიელი რეცეპტი!