მთავარი რჩევები დილის ვარჯიში, რომელიც გაგხდით უფრო აქტიურს და მხნეს 24 საათით ადრე

დილის ვარჯიში, რომელიც გაგხდით უფრო აქტიურს და მხნეს 24 საათით ადრე

by Keti

ყველამ იცის, რომ დილით ადრე ადგომა საკმაოდ რთულია და დილის ვარჯიში – მით უმეტეს, როცა თან უამრავი საქმეა გასაკეთებელი. თუმცა საკმარისია ჩვევად აქციოთ ეს მარტივი ვარჯიშები და თქვენ გახდებით ჯანმრთელი და ენერგიული ადამიანი. მთავარია, ვარჯიშები შეასრულოთ საწოლშივე, აუჩქარებლად.

გთავაზობთ დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს.

ვარჯიშები დილის ენერგიისთვის

1. ხერხემლის გაჭიმვა

ჩაისუნთქეთ ღრმად, ასწიეთ ხელები თავს ზევით, ხელისგულები კედლისკენ შეაბრუნეთ, მუხლები გამართეთ, ტერფები გაჭიმეთ, გაჩერდით ასე 5 წამი. ამოისუნთქეთ, მოდუნდით, შეასრულეთ სამჯერ. ხერხემალი გაიღვიძებს.

2. სახსრების გავარჯიშება

იწექით ზურგზე მოხარეთ მარჯვენა ფეხი, მარცხენა კი მოათავსეთ მარჯვენა ფეხის მოხრილ მუხლზე. შემოხვიეთ მარჯვენა მუხლს ხელები, ღრმად ისუნთქეთ 5 წამით. შემდეგ შეცვალეთ ფეხი. გააკეთეთ 4-5 მოძრაობა თითოეული ფეხისთვის.

3. მუხლები მკერდთან

დაწექით ზურგზე და ასწიეთ მოხრილი მუხლები მკერდისკენ. გაჩერდით ასე 10 წამით. გააკეთეთ 5-6ჯერ. ვარჯიში მოახდენს მთელი სხეულის სტიმულირებას.

4. ბრუნი

ეს ვარჯიში სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გაჭიმეთ ერთ-ერთი ხელი, მუხლები მოხარეთ და გაჭიმეთ საპირისპირო მხარეს. მხრები მატრასს უნდა ეხებოდეს. გაჩერდით ასე 10 წამი და შეცვალეთ მხარე. შეასრულეთ 5-6ჯერ.

5. წინ დახრა

დაჯექით საწოლზე და გაჭიმეთ ფეხები, ჩაისუნთქეთ ღრმად. ამოსუნთქვისას გადაიჭიმეთ ტერფებისკენ, კვლავ ღრმად ჩაისუნთქეთ. შემდეგ ამოისუნთქეთ და უფრო ძლიერად გაიჭიმეთ ფეხების მიმართულებით. გახსოვდეთ, კისერიც წინ უნდა იყოს გაჭიმული. გააკეთეთ 10ჯერ და მოდუნდით. ვარჯიში საუკეთესოა მათთვის, ვისაც მჯდომარე სამუშაო აქვს.

6. ზურგის კუნთების გაჭიმვა

დაჯექით საწოლის კიდეზე და ფეხები დადეთ იატაკზე. დახარეთ თავი და ხელები იატაკისკენ, მოდუნდით და დაითვალეთ ხუთამდე. 5-6 გამეორება მთელი დღის ენერგიით დაგმუხტავთ.

ეს ვარჯიშები ბევრ დროს არ წაგართმევთ. შედეგი კი თვალსაჩინო იქნება. თავს იგრძნობთ გაცილებით ჯანმრთელად, მხნედ და მზად იქნებით პროდუქტიული დღის დასაწყებად!

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის სხვებსაც!