მთავარი კულინარია კოტლეტები წვნიანისთვის

კოტლეტები წვნიანისთვის

by guramus

გემრიელი და არომატული ხორცის კოტლეტები არაჩვეულებრივ გემოს გვაძლევს წვნიანში დამატებისას. გთავაზობთ რომ კოტლეტები დაამზადოთ საქონლის ხორცისგან – პროდუქტისგან, რომელიც კარგად ინარჩუნებს ფორმას და წვნიანს შესანიშნავ გემოს აძლევს. თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის და ქათმის ხორციც.

თუ ხელთ არ გაქვთ ხახვის ფხვნილი, შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ ახალი ხახვით. საფანელი ან ფქვილი იწოვს ხორცის წვენს, კოტლეტები კი რბილი და გემრიელი გამოდის. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ, რომ წვნიანისთვის ბევრი ხორცის ბურთულების მომზადება მოგიწიათ, შეგიძლიათ შეინახოთ ისინი მაცივარში და სხვა დროს გამოიყენოთ. ეს დაზოგავს თქვენს ფულსაც და ენერგიასაც სამომავლოდ.

ინგრედიენტები

საქონლის ფარში – 450 გრამი

საფანელი ან ფქვილი – 0,25 ჭიქა

კვერცხი – 1 ცალი

მარილი – 0,5 ჩაის კოვზი

შავი წიწაკა – 0,25 ჩაის კოვზი

ხახვის ფხვნილი – 1 სუფრის კოვზი

ოხრახუში – 2 ჩაის კოვზი

მომზადების წესი 

  1. აურიეთ ფარში საფანელში ან ფქვილში, დაუმატეთ ოდნავ ათქვეფილი კვერცხი და აურიეთ ერთმანეთში.
  2. მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა, დაუმატეთ ხახვის ფხვნილი და გამხმარი მწვანილი. აურიეთ სანამ ერთ მასას არ მიიღებთ. შემდეგ შეუდექით კოტლეტებისთვის ფორმის მიცემას ოდნავ დასველებული ხელებით.
  3. გამზადებული კოტლეტები შეგიძლიათ დაუმატოთ წვნიანში ან გაყინოთ ისინი.