ცხოვრება შოკოლადის გარეშე წარმოუდგენელია! ეს არის საუკეთესო საშუალება დეპრესიისა და მოწყენილობისგან თავის დასაღწევად. შოკოლადის წარმოიება ცალკე კულტურას წარმოადგენს. არსებობს შოკოლადის მომზადების ათასი მეთოდი, თუმცა, სამწუხარდ, შოკოლადში, რომელსაც ჩვენ სუპრემარკეტებში ვყიდულობთ ძალიან ბევრი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს. ამისგან თავის ასარიდებლად კი გთავაზობთ შოკოლადის მომზადების რეცეპტს, რომელსაც ძალიან მარტივად მოამზადებთ სახლის პირობებში.
ინგრედიენტები:
კაკაოს ფხვნილი – 5 სუფრის კოვზი
კარაქი – 500 გრამი
შაქარი 6-8 სუფრის კოვზი
ხორბლის ფქვილი – 1 ჩაის კოვზი
რძე – 5 სუფრის კოვზი
ვანილის შაქარი – 0,25 ჩაის კოვზი
ნიგოზი – გემოვნებით
1. აიღეთ ღრმა ქვაბი, ჩაყარეთ შაქარი, კაკაო, დაასხით ერთი სუფრის კოვზი რძე და აურიეთ. დაუმატეთ დარჩენილი რძე. დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ ადუღებამდე.
2. დაუმატეთ კარაქი.
3. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მოაყარეთ საცერში გატარებული ფქვილი. შემდეგ კარგად შეურიეთ და დააბრუნეთ ნელ ცეცხლზე.
4. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დაელოდეთ სანამ გაგრილდება. შემდეგ დაუმატეთ ვანილის შაქარი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
5. მიღებული მასა ჩაასხით სპეციალურ, თქვენთვის სასურველ ფორმის ჭურჭელში.
6. შეინახეთ მაცივარში 2-3 საათის განმავლობაში.