მთავარი კულინარია სამარხვო სტაფილოს ნამცხვრის რეცეპტი

სამარხვო სტაფილოს ნამცხვრის რეცეპტი

by Keti

ისმის კითხვა – რა არის სასარგებლო ცხობაში? აი, რა: ნახშირწყლების გამოყენება მჭიდროდ არის დაკავშირებული თავის ტვინში ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის გამომუშავებასთან. ხილით, ბოსტნეულით, კენკრით გამომცხვარი დესერტი გამოდის არამხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოც ჯანმრთელობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს, როგორ უნდა მოამზადოთ ნაზი, არომატული, ნამიანი და ძალიან გემრიელი სტაფილოს ნამცხვარი, რომელიც ასევე სამარხვოა.

მარტივი სტაფილოს მაცხვარი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 150 გ ფქვილი
  • 100 გ უმი სტაფილო
  • 100 გ ქიშმიში
  • 100 გ ნიგოზი
  • 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 150 გ წყალი
  • 120 გ შაქარი
  • 3 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 გ მარილი

ინგრედიენტები მოსართავად

  • 50 გ ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 30 გ შაქარი

მომზადება

1. პირველად მოამზადეთ მოსართავი. შეურიეთ ფქვილი, შაქარი და ზეითუნის ზეთი. აურიეთ კარგად და მოზილეთ ხელით. შედგით მაცივარში 15 წუთით.

2. ჩართეთ ღუმელი 200 გრადუსზე, გაფცქვენით სტაფილო და გახეხეთ წვრილ სახეხზე ან დააქუცმაცეთ ბლენდერში.

3. შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და გაცერით ღრმა ჭურჭელში. დაამატეთ წყალი, შაქარი, მარილი, ზეითუნის ზეთი, გახეხილი სტაფილო, ქიშმიში. მომზადებული ცომი უნდა იყოს თხელი.

4. მრგვალ ფორმას დააფინეთ პერგამენტი, მოუსვით ზეთი, გადაასხით ცომი ფორმაში, მოაყარეთ ზემოდან ნიგოზი და შემდეგ წინასწარ მომზადებული მოსართავი. გამოაცხეთ 60 წუთის განმავლობაში.

5. ერთი საათის შემდეგ გამოიღეთ ნამცხვარი ღუმელიდან და ჩხირით შეამოწმეთ, გამოშრა თუ არა. შემდეგ გააციეთ.

6. მჭრელი დანით დაჭერით დესერტი თანაბარ ნაჭრებად. დატკბით ამ არაჩვეულებრივი ნამცხვრით, რომელსაც ხრაშუნა ქერქი და ჰაეროვანი ბისკვიტი აქვს. განაჭერში თქვე დაინახავთ ლამაზად გაფორმებულ სტაფილოს და ქიშმიშს.

ასეთი დესერტისგან მოწყვეტა შეუძლებელია. ასევე სტაფილოს გემო საერთოდ არ შეიგრძნობა, ამიტომ კერძს დადებითან შეაფასებენ ისინიც, ვისაც სტაფილო არ უყვართ და ასევე ის ჭირვეული ბავშვები, რომლებსაც პრეტენზიული გემოს რეცეპტორები აქვთ.

მარხვის შენახვა შეიძლება ადვილად, გემრიელად და განსაკუთრებული აკრძალვების გარეშე!