მთავარი კულინარია სნიკერსის მომზადება სახლის პირობებში

სნიკერსის მომზადება სახლის პირობებში

by Keti

შეგიმჩნევიათ, რომ ცივ სმინდებში უფრო გვინდება შოკოლადი? ეს უკავშირდება იმას, რომ ნაკლები მზის სინათლის პირობებში ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის – გამომუშავება შედარებით ნაკლებად ხდება. ახლაც გაზაფხულის მზემ საკმარისად ვერ გაგვათბო, რომ ტკბილის სურვილი შეამციროს. ორგანიზმს შოკოლადიც ეხმარება ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებაში და ამაღლებს განწყობას.

სნიკერსის სახლის პირობებში მომზადება ძალიან მარტივია. ჩვენ მოგიყვებით რა არის ამისთვის საჭირო.

სახლში მოსამზადებელი სნიკერსი

ინგრედიენტები

  • 300 გ მშრალი რძე (ფხვნილი)
  • 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
  • ერთი ჭიქა შაქარი
  • 400 გ მიწის თხილი ან სხვა კაკალი
  • 30 გ კარაქი
  • 50 გ ნაღები
  • 50 გ მწარე შოკოლადი (აუცილებელი არ არის)

მომზადება

1. მოხალეთ და გაასუფთავეთ მიწისთხილი.

2. შეურიეთ შაქარი, კაკაო და ნაღები. ნარევი დადგით ცეცხლზე და აადუღეთ, თან ურიეთ.

3. როგორც კი ნარევი ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ მიწისთხილი და კარაქი.

4. შეურიეთ და დაამატეთ თანდათან რძის ფხვნილი, ნარევი ხელით მოზილეთ.

5. გააკეთეთ მისგან ბურთულები, თუ ხელებზე მიგეკრობათ, თითები წყალში დაისველეთ.

6. გადაიტანეთ კანფეტები თეფშზე და შედგით მაცივარში 2 საათით. შეგიძლიათ ,,სნიკერსის” მორთვა დამატებით გამდნარი მწარე შოკოლადით.

7. სახლის შოკოლადის სნიკერზები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

სასიამოვნოა, რომ ამ რეცეპტში შეიძლება ინგრედიენტების შეცვლა. მაგალითად, კაკაოს ფხვნილის – შოკოლადით, მიწის თხილის – ნუშით, კაკლით… სურვილის შემთხვევაში კანფეტების ნაწილი შეგიძლიათ ამოავლოთ დაფქულ ნიგოზში ან ქოქოსის ფანტელში.

თუ მოგეწონათ რეცეპტი, გაუზიარეთ მეგობრებს და დატკბით ერთად!