მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ბისკვიტი ტორტისთვის?

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ბისკვიტი ტორტისთვის?

by Keti

სახლის პირობებში ტორტის ბისკვიტის რამდენიმე ფენის მომზადება ცოტა რთული საქმეა. გაცილებით მარტივია ერთი ნოყიერი ბისკვიტის გაკეთება და შემდეგ მისი გაჭრა. ჩვენი რედაქცია სწორედ მარტივ მეთოდს გთავაზობთ, აქ ისეთი ბისკვიტის რეცეპტს ნახავთ, რომლის მომზადებასაც დამწყები კულინარიც გაუმკლავდება.

ამ დესერტში ერთმანეთს იდეალურად ერწყმის შოკოლადის გემო და ფერი. ტორტის ნაზი ფოროვანი სტრუქტურა ადვილად გაჭრადი ხდება, მას კი ნებისმიერი სახის კრემი მოუხდება. მეტსაც გეტყვით, კრემი ან რაიმე დანამატი აუცილებელი არცაა, ბისკვიტი ყველაფრის გარეშეც არაჩვეულებრივი ნუგბარია ჭიქა ჩაისთან მისაყოლებლად.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • 100 გ ხორბლის ფქვილი
  • 50 გ კაკაო
  • 200 გ შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • კარაქი – გემოვნებით

მომზადება

  1. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან, ცილიანი ჭურჭელი შედგით მაცივარში. გული კი ათქვიფეთ მიქსერით 100 გ შაქართან ერთად.
  2. ცილებიც ათქვიფეთ მიქსერით, ხელსაწყოს მუშაობა თანდათან ააჩქარეთ და მიიყვანეთ მაქსიმალურამდე. თანდათან დაუმატეთ შაქარი და ისევ ჩართეთ მიქსერი. ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
  3. არეული კვერცხის გული ცილიან მასას დაუმატეთ, აკურატურალ აურიეთ ნარევს. პატარა პორციებით დაამატეთ გაცრილი ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი.
  4. მოათავსეთ ცომი საცხობ ფორმაში, რომელსაც კარაქი ექნება წასმული. შედგით 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით. ცხობისას ღუმელის გარეკი არ გახსნათ, რადგან ცომი შესაძლოა დაიშალოს.
  5. ბისკვიტის მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირის დახმარებით. ცხელი ბისკვიტი დატოვეთ ფორმაში გასაციებლად, შემდეგ გადადეთ სხვა ჭურჭელში ან ფიცარზე. გაციებული ცომი შეგიძლიათ გაჭრათ და გემრიელად მიირთვათ!

ხშირად გაანებივრეთ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები გემრიელი სახლის დესერტებით. მოამზადეთ სიამოვნებით და აუცილებლად გაუზიარეთ ეს ტკბილი რეცეპტი თქვენს მეგობრებს!