მთავარი კულინარია სალათა ,,ფუმფულა” კალმარებით

სალათა ,,ფუმფულა” კალმარებით

by Keti

როგორი გემრიელიც არ უნდა იყოს სალათა, მისი გემო და გაფორმება ხშირად უფერულდება და ერთფეროვანი ხდება. სალათა ,,ფუმფულა”, რომელიც კალმარებითაა მომზადებული, სულ სხვანაირია. ხუთფენიანი ლამაზმანი ქუდითა და გახეხილი მდნარი ყველით სადღესასწაულო განწყობას მხოლოდ შესახედაობის წყალობით შექმნის. ამასთან, ის უგემრიელესია და ნოყიერი!

დიახ, ,,ფუმფულა” სალათა დიეტური არ არის, მაგრამ მის გამო ღირს ერთი დღის ,,დატვირთვა”. სცადეთ დიეტების შემდეგ მისი მირთმევა, თქვენ ეს დაიმსახურეთ!

ინგრედიენტები

  • 600 გ კალმარები
  • 3 ცალი კარტოფილი
  • ერთი ხახვი
  • 140 გ მდნარი ყველი
  • 4 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 4 ცალი კვერცხი
  • მარილი – გემოვნებით

მომზადება

1. ჩაასხით ქვაბში დამარილებული წყალი. გაასუფთავეთ კალმარები და ჩაყარეთ წყალში, როცა ის ადუღდება, ხარშეთ 2-3 წუთი. შემდეგ ჩაყარეთ საწურში და გადაწურეთ. დაჭერით პატარა კუბებად.

2. გაფცქვენით ხახვი. თუ გსურთ სიმწარე მოაშოროთ, ჩააგდეთ მდუღარე წყალში. მოხარშეთ და გაფცქვენით კვერცხი და კარტოფილი.

3. აიღეთ სერვიზის ჭურჭელი, პირველ ფენად დადეთ კარტოფილი, რომელიც სახეხზე იქნება გახეხილი. მოაყარეთ მარილი და მოასხით მაიონეზი. გირჩევთ გამოიყენოთ სახლში მომზადებული მაიონეზი.

4. ზედა ფენად დადეთ კალმარები, მასაც მოასხით მაიონეზი, შემდეგ დადეთ ხახვის ფენა.

5. დაჭერით რგოლებად კვერცხი, კიდევ მოასხით მაიონეზი და დადეთ სალათაზე. საბოლოო ფენა არის გახეხილი რბილი ყველი.

6. დააფარეთ სალათას საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში 40 წუთით. შემდეგ მიიტანეთ სუფრასთან.

არ დაგავიწყდეთ რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება!