671
ეს შესანიშნავი სააღდგომო ფუნთუშა სიახლეების მოყვარულებისთვისაა. ის დაიპყრობს თქვენს გულებს თავისი გემოთი და არომატით.
არ იდარდოთ, რომ ხაჭო ფუნთუშას დაასველებს, ეს ტენი და სირბილე ცომს ძალიან მოუხდება.
კლასიკური დესერტის სანელებლის – ვანილის შაქრის – გარდა, ცომს ემატება კურკუმა. ნამცხვარი იღებს მადისაღმძვრელ ყვითელ ფერს. რეცეპტი გათვლილია 3 ქაღალდის ფორმაზე, რომელთა სიმაღლე 9 სმ-ა, დიამეტრი კი 10 სმ
ინგრედიენტები
- 5 კვერცხი
- 200 გ ხაჭო
- 180 გ ფქვილი
- 230 გ სახამებელი
- 230 გ შაქარი
- 125 გ შაქრის პუდრა
- 250 გ კარაქი
- 150 გ ქიშმიში
- 10 გ ვანილის შაქარი
- 10 გ გამაფხვიერებელი
- 15 გ კურკუმა
- ლიმონის წვენი გემოვნებით
მომზადება
- ათქვიფეთ 4 კვერცხი შაქართან, დაამატეთ ვანილის შაქარი.
- ათქვეფილი კვერცხი ხაჭოსთან აურიეთ, დაამატეთ კარაქი და 210 გ სახამებელი.
- ფქვილს გამაფხვიერებელი დაამატეთ, შემდეგ კვერცხისა და ხაჭოს ნარევი, შემდეგ კურკუმა. აურიეთ.
- გაანაწილეთ ცომი ქაღალდის ფორმებში. ჩაასხით თითოეულში 530 მლ.
- გამოაცხეთ 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-60 წუთით.
- მოამზადეთ მინანქარი. 1 კვერცხის გულა ცილისგან გამოაცალკევეთ. ცილა შაქრის პუდრასთან ათქვიფეთ, ქაფის წარმოქმნამდე. დაამატეთ 20 გ სახამებელი, შემდეგ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და განაგრძეთ თქვეფა გასქელებამდე.
- ფუნთუშებს წაუსვით მინანქარი, სანამ ფორმაში იდება.
ასეთი ხაჭოს ფუნთუშა შეგიძლიათ გამოაცხოთ ყოველთვის, რადგან უსაფუარო ცომის მოსამზადებლად ცოტა დრო დაგჭირდებათ.
გირჩევთ შეინახოთ და გაუზიაროთ სხვებსაც ეს რეცეპტი!