მთავარი კულინარია სალათების რეცეპტები, რომლებსაც შავი ქლიავის ჩირი აქვთ დამატებული
salatebi

სალათების რეცეპტები, რომლებსაც შავი ქლიავის ჩირი აქვთ დამატებული

by Keti

შავი ქლიავი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაგრებს ძვლებს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს და ანელებს დაბერების პროცესს.

გთავაზობთ 12 გემრიელი სალათის რეცეპტს, ამ შესანიშნავი ჩირის გამოყენებით.

შავი ქლიავი გასახდომად

დიეტის დროს შემაწუხებელია შიმშილის გრძნობა. ამ დროს კი ჩნდება შავი ქლიავი, რომლის კალორიულობა დაბალია. კვებითი ღირებულება კი – გაცილებით დიდი.

შავი ქლიავის ჩირი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია.

შავი ქლიავის სალათა კიბორჩხალას ჩხირებით

ინგრედიენტები

  • 100 გ შავი ქლიავი
  • 1 შეფუთვა კიბორჩხალის ჩხირი
  • 3 კვერცხი
  • 150 გ მაგარი ყველი
  • 4 ს.კ. მაიონეზი
  • 10-15 ზეთისხილი მოსართავად
  • ოხრახუში – მოსართავად

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხი და გახეხეთ.
  2. ჩაალბეთ შავი ქლიავი თბილ წყალში, გააშრეთ და დაჭერით წვრილად.
  3. გახეხეთ ჩხირები.
  4. ჩაალაგეთ სალათა ფენებად, მოასხით მათ მაიონეზი: ჩხირები, კვერცხი, ქლიავი, ყველი. კვლავ ჩხირები და ზემოდან მაიონეზის ბადე.
  5. სალათა მორთეთ ზეთისხილითა და ოხრახუშით.

სალათა შავი ქლიავით, ჭარხლით, ნიგვზითა და ნივრით

ინგრედიენტები

  • 150 გ შავი ქლიავი
  • 5 ჭარხალი
  • 100 გ ნიგოზი
  • 3-5 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 4 ს.კ. მაიონეზი
  • 50 გ მაგარი ყველი

მომზადება

  1. მოხარშეთ ჭარხალი, გაფცქვენით და მსხვილად გახეხეთ.
  2. დაჭერით ქლიავი ზოლებად, დაჭერით ნიგოზი, ნიორი.
  3. მოაყარეთ მარილი, დაამატეთ მაიონეზი და აურიეთ.
  4. ჩაასხით ზეთი, აურიეთ და შედგით მაცივარში 1 საათით.
  5. მორთეთ გახეხილი ყველით.
სალათა ლორით, შავი ქლიავითა და მწვანე ბარდით

ინგრედიენტები

  • 60 გ შავი ქლიავი
  • 150 გ ლორი
  • 2 კიტრი
  • 100 გ ბარდა
  • 3-4 ს.კ. მაიონეზი
  • ოხრახუში

მომზადება

  1. დაჭერით კიტრი, ლორი, ქლიავი.
  2. დაჭერით ოხრახუში.
  3. დაამატეთ ბარდა და მაიონეზი, მარილი, აურიეთ.
სალათა ,,ბროწეულის სამაჯური”

ინგრედიენტები

  • 150 გ შავი ქლიავი
  • 250 გ შებოლილი ღორი
  • 300 გ ჭარხალი
  • 200 გ კარტოფილი
  • 30 გ ხახვი
  • 500 გ ბროწეული
  • 200 გ მაიონეზი

მომზადება

  1. მოხარშეთ კარტოფილი და ჭარხალი. გახეხეთ.
  2. დაჭერით ღორის ხორცი, ხახვი და ქლიავი.
  3. გაფცქვენით ბროწეული
  4. დიდი თეფშის ცენტრში მაღალი ჭიქა დადგით, წაუსვით ჭიქას ზეთი და ფენებად დაალაგეთ გარშემო სალათა.
  5. ფებენი: შავი ქლიავი, კარტოფილი, მაიონეზი, ღორი, ხახვი, ჭარხალი მაიონეზით და ბროწეულის მარცვლები.
  6. ამოიღეთ ჭიქა და შედგით სალათა მაცივარში 1 საათით.
,,ქალის ახირება”

ინგრედიენტები

  • 100 გ ქლიავი
  • 400 გ ქათმის ფილე
  • 4 კვერცხი
  • 200 გ კიტრი
  • 100 გ მაგარი ყველი
  • 180 გ მაიონეზი

მომზადება

  1. მოხარშეთ ფილე და კვერცხი.
  2. ქლიავი წყალში ჩაალბეთ მდუღარეში 10 წუთით.
  3. დაჭერით კიტრი, ქათამი და კვერცხი.
  4. გახეხეთ ყველი წვრილად.
  5. ქლიავი დაჭერით.
  6. დიდ თეფშზე დადეთ კულინარული რგოლი და ჩაალაგეთ სალათა ფენებად: ქათამი, მაიონეზი, კიტრი, მაიონეზი, კვერცხი, მაიონეზი, შავი ქლიავი, გახეხილი ყველი და კვლავ შავი ქლიავი.
  7. შედგით მაცივარში 1 საათით.
სალათა შპროტითა და შავი ქლიავით

ინგრედიენტები

  • 100 გ ქლიავი
  • 1 ხახვი
  • 1 კარტოფილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ქილა შპროტი
  • 100 გ ნიგოზი
  • 1 ვაშლი
  • ზეთი, მაიონეზი

მომზადება

  1. მოხარშეთ კარტოფილი და კვერცხი.
  2. გახეხეთ ისინი სახეხზე.
  3. გაფცქვენით ვაშლი და გახეხეთ.
  4. დაჭერით ხახვი და მოშუშეთ ზეთში.
  5. დააქუცმაცეთ ნიგოზი ბლენდერში, დაჭერით ქლიავი წვრილად.
  6. დააწყეთ შპროტი თეფშზე და დაჭერით.
  7. სალათა კულინარულ რგოლში ჩაალაგეთ: შპროტი, კვერცხის ცილა, კარტოფილი, მაიონეზი, კვერცხის გული, ვაშლი, ხახვი, მაიონეზი, ნიგოზი და ქლიავი.
  8. შედგით მაცივარში 1 საათით.
სალათა ,,პრაღა”

ინგრედიენტები

  • 100 გ ქლიავი
  • 3 კვერცხი
  • 2 სტაფილო
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 4 დამარინადებული კიტრი
  • 200 გ ბარდა
  • 1 ხახვი
  • მაიონეზი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 4 ს.კ. წყალი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. მოხარშეთ ფილე, სტაფილო და კვერცხი.
  2. დაასხით ქლიავს მდუღარე, 5 წუთი.
  3. წვრილად დაჭერით ხახვი.
  4. შეურიეთ ძმარი, მარილი და პილპილი.
  5. დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ ძმრის მარინადში 20 წუთით.
  6. დაჭერით ფილე და კიტრი.
  7. სტაფილო და კვერცხი გახეხეთ. დაჭერით ქლიავი.
  8. ააწყეთ სალათა: ფილე, ხახვი, კვერცხი, კიტრი, ბარდა, ქლიავი, მაიონეზის ბადე ზემოდან.
  9. შედგით მაცივარში 1 საათით.
ფენოვანი სალათა ყურძნით

ინგრედიენტები

  • 50გ ქლიავი
  • 3 კვერცხი
  • 400გ  მოხარშული ქათმის ფილე
  • 200 გ გახეხილი ყველი
  • 100 გ ნიგოზი
  • 200 გ ყურძენი
  • მარილი

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხი.
  2. დაჭერით ხორცი და შავი ქლიავი.
  3. გახეხეთ კვერცხი და ყველი.
  4. ნახევარ ქათამს ზემოდან დააწყეთ ქლიავი, შემდეგ მაიონეზი, ნახევარი ყველი, ნიგოზი და კვერცხის ნახევარი. ზედა ფენას წაუსვით მაიონეზი და ნიგოზი მოაყარეთ. გაიმეორეთ იგივე დარჩენილი პროდუქტებით.
  5. ყურძნის მარცვლები გაყავით და კურკები ამოაცალეთ.
  6. დაალაგეთ ისინი სალათაზე
  7. შედგით მაცივარში 1 საათით.
სალათა ანანასით

ინგრედიენტები

  • 100 გ ქლიავი
  • 180 გ ფილე
  • 50 გ ნიგოზი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 160 გ ანანასის კონსერვი
  • მარილი, ზეთი

მომზადება

  1. შეწვით ფილე.
  2. დაჭერით ფილე, ანანასი, ნიგოზი და ქლიავი.
  3. დაამატეთ არაჟანი და მარილი, აურიეთ და მაცივარში შედგით რამდენიმე საათით.
სალათა კომბოსტოთი

ინგრედიენტები

  • 150 გ ქლიავი
  • 100 გ კურაგა
  • 250 გ კომბოსტო
  • 1 სტაფილო
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი, შაქარი, პილპილი

მომზადება

  1. დამდუღრეთ კურაგა და შავი ქლიავი რამდენიმე წუთით.
  2. თხლად დაჭერით კომბოსტო, გახეხეთ სტაფილო.
  3. დაჭერით ჩირი.
  4. შეურიეთ ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, შაქარი, პილპილი. შეაზავეთ სალათა.
სალათა მსხლითა და თაფლით

ინგრედიენტები

  • 70 გ ქლიავი
  • 2 ჭარხალი
  • 2 მსხალი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ.თაფლი
  • 1/4 ლიმონი
  • მარილი

მომზადება

  1. მოხარშეთ ჭარხალი და გახეხეთ.
  2. დაჭერით მსხალი და ქლიავი.
  3. შეურიეთ ზეთი, თაფლი და ლიმონის წვენი.
  4. დაამატეთ ნარევი სალათას, მოაყარეთ მარილი და აურიეთ.
სალათა სტაფილოთი

ინგრედიენტები

  • 30 გ ქლიავი
  • 1 სტაფილო
  • 30 გ ნიგოზი
  • 1 ფორთოხალი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. გახეხეთ უმი სტაფილო.
  2. დაჭერით ქლიავი.
  3. დაჭერით ნიგოზი.
  4. ფორთოხალი გაარჩიეთ ლებნებად, ამოაცალეთ კურკები.
  5. შეურიეთ ყველაფერი და მოასხით ზეთი.

თუ ყოველდღიურად მიირთმევთ 5 ცალ შავ ქლიავს, დაივიწყებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემების შესახებ!

გასინჯეთ ეს სალათები და გაუზიარეთ მეგობრებს, რათა ამ მრავალფეროვანი სიიდან მათაც აარჩიონ ფავორიტი!