მთავარი კულინარია კულინარია: რჩევები და რეცეპტები ნამდვილ დიასახლისებს

კულინარია: რჩევები და რეცეპტები ნამდვილ დიასახლისებს

by guramus

კულინარია მხოლოდ საჭმელების მომზადებას არ გულისხმობს. ის ნამდვილი ხელოვნებაა და თითოეული დეტალი მკაცრად უნდა შეირჩეს. როგორც მხატვარი არჩევს ფერებს, ისე ნამდვილმა კულინარმა უნდა შეარჩიოს კერძისთვის დეტალები. იმისათვის, რომ მოვამზადოთ გემრიელი კერძები, ყველა რომ აღვაფრთოვანოთ, საჭიროა ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ წესები.

ჩვენს პორტალზე გვაქვს უამრავი კულინარიული სტატია, გირჩევთ გაეცნოთ:

  1. რეცეპტები
  2. ბლინები
  3. ნამცხვრები
  4. დესერტი
  5. თევზეული
  6. თურქული სამზარეულო
  7. მურაბები
  8. მწნილები
  9. საახალწლო სუფრა
  10. სალათები
  11. სამარხვო
  12. სასმელები
  13. ტორტები
  14. ქართული სამზარეულო
  15. ცივი კერძები
  16. ცომეული
  17. ცხელი კერძები
  18. წვნიანი

ამ სტატიაში გთავაზობთ რჩევებს, რეცეპტებს, სამზარეულოს ხრიკებს, ყველაფერს, რაც დაგეხმარებათ თქვენი კულინარიული შესაძლებლობების დახვეწაში, ყველაფერს, რაც ხელს შეგიწყობთ გახდეთ ნამდვილი კულინარი.

რა კერძები შევარჩიოთ საუზმის, სადილისა და ვახშმისათვის?

სრულწლოვანი ადამიანი უნდა იკვებებოდეს დღეში 3-4-ჯერ, მოზარდი კი 4-5-ჯერ.

დილის საუზმე უნდა იყოს ნიყიერი. მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მოხარშული ან შემწვარი ხორცი, თევზი, კვერცხი, აგრეთვე, ყველი, კარაქი, პური, ჩაი, ყავა ან რძე. დილის საუზმეზე სასარგებლოა აგრეთვე სხვადასხვა ფაფები რძითა და კარაქით.

მეორე საუზმეზე (ლანჩი) ადამიანმა უნდა მიიღოს ერთი თავი ცხელი კერძი – კატლეტი, სოსისი ან რომელიმე ბოსტნეულის ცხელი კერძი, ბუტერბროდი, ჩაი, ყავა ან რძე.

სადილის მიღება მიზანშეწონილია მუშაობის დამთავრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი ცოტათი მაინც დაისვენებს. კარგია, თუ სადილი სამი თავი კერძისგან შედგება. უმჯობესია პირველი კერძი იყოს წვნიანი – ხორცის ან უხორცო ბოსტნეულის სუპი. მეორე თავად მიზანშეწონილია ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის კერძი მოხარშული, ჩათუშული ან შემწვარი. მესამე თავად – ახალი ხილი ან კომპოტი, კისელი, ნაყინი, კრემი და სხვ. სადილის შემდეგ კარგია აგრეთვე შავი ყავა (ურძეო).

მადის გასაღვიძებლად კარგი იქნება სადილის წინ სუფრაზე მივიტანოთ ცივი საუზმე და ბოსტნეულის სალათა.

თუ სადილის პირველი კერძი მსუყე და ნოყიერია, მეორე კერძად უფრო მსუბუქი კერძი უნდა შევარჩიოთ. პირიქით, თუ პირველი კერძი მსუბუქია, მეორე კერძად უფრო ნიყიერი უნდა შეირჩეს, მჭლე ხორცი ან თევზი გარნირით.

ვახშამი ყოველთვის მსუბუქი უნდა იყოს. ვახშმის მიღება საჭიროა დაძინებამდე ორი-სამი საათით ადრე.

ვახშმად კარგია ბოსტნეულისგან მომზადებული კერძები, სალათები, მაწონი, ჩაი, რძე, ხილი, წვენები.

თუ მუშაობის პირობების ან სხვა მიზეზების გამო არ ხერხდება საჭმლის ოთხჯერადი მიღება, შეიძლება სამჯერადი კვებით დავკმაყოფილდეთ.

დღიური ულუფის საერთო რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, მის წონაზე, სიმაღლეზე, კლიმატურ პირობებზე, სამუშაოს ხასიათზე და ა.შ.

ყოველდღიურად ხორცით კვება და, საერთოდ, კერძების ერთფეროვნება არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის. ოჯახის წევრების დღიურ ულუფაში უნდა ჭარბობდეს ხილი და ბოსტნეული.

ყურადღება უნდა მივაქციოთ აგრეთვე იმასაც, რომ წლის სხვადასხვა დროს ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა სახის საკვებს მოითხოვს. შემოდგომაზე და ზამთარში უნდა ჭარბობდეს ხორცეულ-თევზეულის წვნიანი მსუყე საჭმელები, ზაფხულში და გაზაფხულზე კი ხილ-ბოსტნეულისა და რძის ნაწარმისგან მომზადებული კერძები.

გარკვეული მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კერძების მომზადების განრიგს, მაგალითად, ჩიხირთმა და ტოლმა გემრიელი კერძებია, მაგრამ ისინი თუ კვირაში სამ-ოთხჯერ გავიმეორეთ, მოსაბეზრებელი იქნება.

sadili

საჭმლის მიღების დრო და კვების რეჟიმის დაცვა

საჭმლის მონელებისა და კუჭ-ნაწლავის წესიერად მუშაობისთვის აუცილებელია ზუსტად დავიცვათ კვების დადგენილი რეჟიმი. კვების პროდუქტებში უნდა შედიოდეს ყველა ის ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.

ყველაზე მიზანშეწონილი რეჟიმი არის დღეში ოთხჯერადი კვება. დილის საუზმეზე ადამიანმა უნდა მიიღოს დღიური ულუფის დაახლოებით 25-30 პროცენტი, დღის საუზმეზე – 10-15 პროცენტი, სადილზე დღიური ულუფის 40-45 პროცენტი, ხოლო ვახშამზე – 15-20 პროცენტი.

ცილოვანი ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა: ხორცი, თევზი, კვერცხი და სხვადასხვა ცერცოვანები, უმჯობესია გამოვიყენოთ საუზმედ და სადილად.

ცილები უფრო ხანგრძლივად რჩებიან კუჭში და დასამუშავებლად დიდი რაოდენობით მოითხოვენ კუჭის წვენს. ამიტომ ხორცეულის, თევზეულის და ცერცოვანთა ჭამა უფრო კარგია დღისით და არა ღამით (ვახშმად).

ვახშმად უმჯობესია შევარჩიოთ ბოსტნეულის და ბურღულეულისგან მომზადებული ადვილად მოსანელებელი კერძები.

უნდა ვერიდოთ ზედმეტად ცხელი ან ცივი საჭმელის მიღებას. რაც შეეხება ჭამის დროს წყლის სმას, ამაზე სხვადასხვა აზრი არსებობს: ზოგიერთის აზრით, საკვების ჭამის დროს გამაგრილებელი სასმელის მიღება აუცილებელია, ვინაიდან ეს აძლიერებს კუჭის მოქმედებას. არის საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ წვნიანთან ერთად წყალი ერევა კუჭში და ადუნებს კუჭის მოქმედებას. ამავე დროს, ცივი წყალი აცივებს კუჭის ლორწოვან გარსს და ამიტომ ანელებს კუჭის წვენის გამოყოფას, მაშასადამე, ადუნებს საჭმლის მონელებას. მაგრამ საჭმლის მიღებიდან 1-1,5 საათის შემდეგ წყლის დალევა კარგად მოქმედებს ორგანიზმზე.

არ ვარგა სითხის, რძის ერთბაშად დალევა. კუჭში ერთდროულად ჩასულ დიდი რაოდენობით რძეს აჭრის კუჭის წვენის მჟავა. აჭრილი რძის მონელება კი კუჭს გაუჭირდება. რძის დალევა სჯობს ნელნელა პურთან ან ნამცხვართან ერთად.

ერთფეროვანი კერძები ბეზრდება და მადას უკარგავს ადამიანს. ამიტომ უნდა ვეცადოთ მრავალფეროვნება შევიტანოთ ოჯახის წევრთა კვებაში, საჭმელი დავამზადოთ კულინარიული წესების დაცვით, ამასთან უნდა ვიზრუნოთ, რომ ჭამის პროცესი ადამიანს ესთეტიურ სიამოვნებას ჰგვრიდეს.

როგორ უნდა იხარშებოდეს საჭმელი, რომ შენარჩუნებულ იქნეს შემავალი ვიტამინები და სასარგებლო თვისებები?

  1. საჭმელი უნდა იხარშებოდეს წყლით სავსე დახურულ ჭურჭელში.
  2. საჭმელი ცეცხლზე არ უნდა გავაჩეროთ მეტ ხანს, ვიდრე ეს საჭიროა მის მოსამზადებლად.
  3. ვერიდოთ საჭმლის ორი-სამი დღისათვის მომზადებას, რადგანაც საჭმლის ხელახლა გათბობა-გაციება იწვევს მასში შემავალი ვიტამინების ნაწილობრივ დაშლას.
  4. სადილის 1-ლი კერძი – ბორშის, სუპის ან სხვა წვნიანის ხარშვის დროს ბოსტნეული უნდა ჩავყაროთ უკვე ადუღებულ წყალში, რადგანაც დუღილი ათავისუფლებს წყალს ჟანგბადისგან, ჟანგბადი კი დამშლელად მოქმედებს ვიტამინებზე.
  5. ბოსტნეულის ნახარში არ უნდა გადავღვაროთ, არამედ გამოვიყენოთ კერძის ან სხვადასხვა საწებელის მოსამზადებლად, რადგან ნახარშში გადასულია ვიტამინებისა და მარილების ნაწილი.
  6. ქვაბში არ უნდა ჩაიყაროს საჭმელი სოდა, რადგან ტუტე შლის ვიტამინებს.
  7. სასურველია კერძის მოსამზადებლად ვიხმაროთ მომინანქრებული, თიხის ან ალუმინის ქვაბები. თუ სპილენძის ან რკინის ქვაბს ვხმარობთ, ისინი უთუოდ კარგად უნდა იყოს მოკალული, ვინაიდან რკინა და სპილენძი შლის ვიტამინებს.
  8. ბოსტნეული და ხილი ფრთხილად უნდა გასუფთავდეს, ვინაიდან ვიტამინები უმთავრესაც მათ ზედა ფენაში ან კანქვეშ არის მოთავსებული. ისინი ნაფცქვენს არ უნდა გაჰყვეს.
  9. კარტოფილი უმჯობესია მოიხარშოს კანიანად და ეს უკანასკნელი მოსცილდეს უკვე მოხარშულს. თუ კარტოფილს ცხიმში ვწვავთ, უმჯობესია შეწვა მაღალი ტემპერატურიდან დავიწყოთ.
  10. კომბოსტო, კარტოფილი, ჭარხალი და სხვა ბოსტნეული არ უნდა დავჭრათ ძალიან წვრილად. წვრილად დაჭრის დროს ისინი კარგავენ 6-დან 10 პროცენტამდე ვიტამინს.
  11. ბოსტნეულის მომზადება მოსახარშად უნდა ხდებოდეს მისი ქვაბში ჩადების წინა წუთებში. თუ ადრე მოგვიხდა ბოსტნეულის დარჩევა და მომზადება, ის უნდა შევინახოთ თავდახურულ ჭურჭელში, კარტოფილი კი ცივ წყალში., თუმცა ამ შემთხვევაშიც ვიტამინების ნაწილი მაინც განიცდის დაშლას.
  12. თუ კერძს ვამზადებთ მჟავე კომბოსტოთი, ეს უკანასკნელი ოდნავ უნდა გაიწუროს.
  13. იმისათვის, რომ ბოსტნეული მოვთუშოთ, უნდა მოვიქცეთ ასე: დავაწყოთ ბოსტნეული 140-150 გრადუსამდე გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე, სწრაფად მოვურიოთ, რათა გავხვიოთ ცხიმის გარსში, რომელიც დაიცავს მას ჟანგბადის შეხებისგან.
  14. ბორშის მომზადებისას კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო ქვაბში უნდა ჩავდოთ ოდნავ მოთუშვის შემდეგ, მაშინვე გავავსოთ ქვაბი წყლით და შევანელოთ მარილით და მწვანეულობით.
  15. ბორშის ან ჭარხლის რომელიმე კერძის გაკეთების წინ ჭარხალი ჯერ უნდა ჩავაწყოთ მდუღარე მარილ-წყალში და შემდეგ დავასხათ ძმარი ან რომელიმე მწნილის წვენი. ამით იგი შეინარჩუნებს ვიტამინებს.
  16. ბოსტნეულის მოთუშვა უნდა ხდებოდეს თავდახურულ ჭურჭელში, ხუფი იშვიათად უნდა მოვხადოთ. უმჯობესია თავი ერთიანად შევანჯღრიოთ. ეს პროცედურა დიდხანს არ გავაგრძელოთ და მსუბუქად მოთუშული ბოსტნეული სწრაფად ჩავუშვათ წვნიან კერძში.
  17. ვინაიდან ადრე გაზაფხულზე ახალი კომბოსტო არ არის, ძველს კი ვიტამინური ღირებულება დაბალი აქვს, ამიტომ ბორშში უნდა ჩავუმატოთ ახალი ბოსტნეული – ისპანახი, მჟაუნა, ოხრახუში, ქინძი და სხვ.
  18. წვნიან კერძებს არ უნდა მოვხადოთ ცხიმი, ვინაიდან ცხიმი იცავს სითხეს ჟანგბადის შეხებისგან.

ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ხმარება

ვიტამინებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ნედლად უნდა მივიღოთ. ზოგიერთი დაავადებების, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს არ შეიძლება ხილისა და ბოსტნეულის ნედლად მიღება. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფი უნდა იღებდეს ხილისა და ბოსტნეულის წვენს, კომპოტს, კისელს, პიურეს, ფაფას და სხვ.

ბოსტნეულის დამწნილება ვიტამინების შენარჩუნებით

ბოსტნეულის დამწნილების დროს წარმოიქმნება რძის მჟავას მიკრობები, რომლებიც არ შლის ბოსტნეულში ვიტამინებს, პირიქით, რძის მჟავა ქმნის ხელსაყრელ პირობებს ვიტამინების შესანარჩუნებლად. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ დამჟავების პროცესის დაჩქარება, ეს კი შეიძლება ძმრის ან სხვა რაიმე მჟავას დამატებით. დამჟავების დაჩქარება სასარგებლოა ვიტამინების შენარჩუნების მიზნითაც. სწრაფად დამჟავებული მწნილი ინარჩუნებს ვიტამინურ სრულფასოვნებას თითქმის მაისის ბოლომდე, შემდეგ კი ვიტამინები თანდათან ქრება.

მწნილის ჭურჭელი უნდა იყოს აუცილებლად კარგად დახურული.

კომბოსტოს კვიხი მდიდარია ვიტამინებით, ამიტომ აუცილებელია მისი მწნილში ან კერძში ჩაყრა.

დასამჟავებლად უკეთესია სიმწიფეში შესული პომიდორი და ახალი კიტრი.

კიტრი, ნესვის კანი და სხვ. დამწნილების წინ მდუღარეში უნდა ამოვავლოთ. ეს ხელს შეუწყობს მათში ვიტამინების შენარჩუნებას. გარდა ამისა, ყოველგვარ მწნილს თან უნდა ჩავაყოლოთ ვიტამინებით მდიდარი საკმაზი: ქინძი, ნიორი, წიწაკა, კამა, შავი მოცხარი, ნიახური, მუხის ფოთლები. მწნილი ჭურჭელში მჭიდროდ უნდა იყოს, ზემოდან კი დაედება რაიმე სიმძიმე.

ვიტამინშენარჩუნებული ვინეგრეტი

ბოსტნეული, რომელიც ვინეგრეტისთვის გვინდა, უნდა მოვხარშოთ ცალცალკე ჭურჭელში კანიანად. მოხარშული ბოსტნეული სწრაფად უნდა გავფცქვნათ, დავჭრათ და გავურიოთ გაწურული, გაურეცხავი მჟავე კომბოსტო, საკმაზადაც ბლომად გავურიოთ ვიტამინების შემცველი მწვანილეული.

როგორ უნდა მომზადდეს ვიტამინური წვენები?

ვიტამინური წვენი უნდა მოვამზადოთ ვიტამინებით მდიდარი ხილ-კენკრისგან, როგორიცაა ასკილი, შავი მოცხარი, ჟოლო, მაყვალი, და სხვ. წვენების გამოხდა სუფთან უნდა ხდებოდეს. ჭურჭელი, რომელიც დაგვჭირდება ვიტამინური წვენის მომზადებისას, წინასწარ მდუღარეში უნდა გამოიხარშოს და ხმარებამდე შევინახოთ დოლბანდგადახვეული.

წვენის მოსამზადებლად შერჩეული ხილ-კენკრა დავაწყოთ საცერზე, გადავიტანოთ ფაიფურის ან ხის გობზე და დავსრისოთ ფაიფურის ან ხის სანაყით, შეიძლება სუფთა ბოთლითაც. შემდეგ გადავიტანოთ ძუის საცერში და ხის კოვზით გავწუროთ საცრიდან წვენი. მიღებულ სუფთა წვენს დავუმატოთ მისი ორმაგი წონის 60% შაქრის სიროფი ( 10 ჭიქა წყალზე 6 ჭიქა შაქარი). დაუყოვნებლივ ჩავასხათ წვენი ბოთლებში, თავი კარგად დავუცოთ, ზედ ლუქი მოვასხათ და შევინახოთ ცივ ადგილას დაწოლილ მდგომარეობაში. ბოთლის საცობებიც სტერილიზებული უნდა იყოს.

როგორ უნდა მომზადდეს კომპოტ-კონსერვები?

მოვხარშოთ ჩვეულებრივი ხილის კომპოტი, ოდნავ გავაცივოთ და ყოველ 500 გრამ კომპოტზე ჩავუმატოთ 100 გრამი წიწვის ნაყენი.

ხორცის ხარისხის გამოცნობა

ზრდადასრულებული კარგად ნაკვები ხარის ხორცი ბევრად უფრო კარგია, ვიდრე მეწველი ან ახლად წველამიტოვებული ძროხის ხორცი. კარგი ხარისხის და გემრიელი ხორცი უნდა იყოს ღია ფერის, ოდნავ მოყვითალო ქონით. ძალიან მუქი ფერის ხორცი ყვითელი ქონით მაგარი და უგემურია..

ხბოს ხორცი კარგი ხარისხისაა, თუ მას აქვს ღია ფერი და საკმაო სიმსუქნე.

კარგი ხარისხის ცხვრის ხორცი საქონლის ხორცზე მკრთალი ფერისაა. მოთეთრო ან მოშავო ფერის ხორცი აქვს დაავადებულ ცხვარს.

კარგი ხარისხის ღორის ხორცი უნდა იყოს მოთეთრო ვარდისფერი, თეთრი და მაგარი ქონით. თუ ტყავგადაუცლელ ღორის ხორცს ვყიდულობთ, დავაკვირდეთ კანს. თუ ის სქელი და მაგარია, კანსა და ქონს შორის მოლურჯო ფერის ხაზი ჩანს, ღორი ბებერი ყოფილა და მისი ხორცი მაგარი და უგემური იქნება.

ცოცხალ ქათამს ბუმბული არ უნდა ჰქონდეს აბურძგნილი. ფეხები ყვითელი, პრიალაკანიანი უნდა ჰქონდეს, ბიბილო წითელი ფერის, ნისკარტი – ყვითელი და მაგარი. თუ ბიბილო და ნისკარტი მოლურჯო ფერისაა, ეს ავადმყოფობის ნიშანია.

 

20 კულინარული ხრიკი, რომელსაც თავად ვერც მოიფიქრებდით… ეს ელემენტარულია, უოტსონ!

ზოგჯერ საღამოს საჭიროა რაიმე განსაკუთრებული, რაც ყველას დაამახსოვრდება. ეს მარტივი სნეკები დიასახლისებს მენიუს გამრავალფეროვნებაში დაეხმარებათ!

საინტერესო ხრიკებით ჩვენ შეგაიარაღებთ. მიჰყევით წესებს!

რჩევები სნეკებისთვის

ვისაც უყვარს სმუზები და დრო არ აქვს, შეუძლია წინასწარ დაჭრას ყველა ინგრედიენტი, შეფუთოს სხვადასხვა პაკეტში და გაყინოს.

 

ფენოვანი ცომისგან იოლად მზადდება პატარა დესერტები. გაავსეთ ისინი ნუტელათი ან ათქვეფილი ნაღებით.

 

გამომცხვარი კარტოფილით მთელ სადილს მიიღებს.

 

გაყინული ყურძენი – გემრიელი სნეკია. მისით შეგიძლიათ კარგად გააციოთ ღვინო ბოკალში.

 

მეტი კრემი კექსში. გაჭერით მისი ძირი ორ ნაწილად – თავისუფალი ნახევარი დადეთ კრემის ზემოთ, რათა ტკბილი სენდვიჩი გამოვიდეს.

 

ტაკოს ფუძის მომზადება: აიღეთ ტორტილა (მექსიკური პური), გადააბრუნეთ მაფინის ფორმა, ჩადეთ ტორტილას ნაჭერი მაფინის ნაპირებს შორის, შედგით ღუმელში.

 

გაბერილი ბუშტებით მოამზადეთ ტკბილი ბოულები.

 

ასეთი ტკბილი ჭურჭელი შეავსეთ ნაყინით ან სხვა შიგთავსით. უხდება დაბადების დღეებს.

 

ასეთი მინი დონატები მოამზადეთ შვრიის ფანტელებისგან. ჩადეთ ისინი გამდნარ შოკოლადში და მზადაა!

 

კვერცხი ადვილად რომ გაფცქვნათ, ხარშვისას წყალს ცოტა სოდა დაამატეთ. შედეგს ნახავთ!

 

თუ ტაფა არ გაქვთ, ერბო-კვერცხი პირდაპირ კერამიკული ზედაპირის ქურაზე შეწვით.

 

ქურის ჩართვამდე მოგშივდათ? არ არის პრობლემა. სოსისები მოხარშეთ ყავის სახარშში. უცნაურია, მაგრამ გამოგადგებათ.

 

თუ ქურა არ ვარგა, პიცა გააცხელეთ ფენით.

 

პიცის გაცხელება უთოთიც შეიძლება.

 

უთო გადააბრუნეთ და მასზეც გააცხელეთ რაიმე.

 

კბილის ძაფის დახმარებით, იოლად გაჭრით ტორტის ცომს.

 

მცირე ტკბილეული წახემსებისთვის: იოგურტი პაკეტში გადაასხით, მოჭერით 1 კუთხე და პატარა დოზებით გადაანაწილეთ საცხობზე. 1 საათით შედგით საყინულეში.

 

საწრუპის დახმარებით მარწყვს ღეროებს იოლად მოაცილებთ.

 

ბევრს მოეწონება ნიახური არაქისის კარაქთან, როგორც წვეულების ხემსი.

 

საწრუპი ქილიდან არ ამოხტება, თუ ასე დააფიქსირებთ.

საყვარელი პასტის გემოს გამრავალფეროვნება სხვადასხვა სოუსებითაა შესაძლებელი: ლიმნის წვენით, ზეითუნის, ვაშლის ძმრით. თუ გსურთ უფრო რბილი პასტა მიიღოთ, დაუმატეთ იოგურტი ან ნაღების ყველი. ასეთი პროდუქტები მომზადების ბოლოს უნდა დაუმატოთ და უფრო ნოყიერი გახდება.

ცომთან მუშაობისას ხელებზე რო არ მიგეკროთ, დაასველეთ ცომი, სამუშაო გარემო და ინსტრუმენტები რაფსის ზეთში. ამ შემთხვევაში. ასევე არ შეგაწუხებთ ცომზე აკრული ფქვილი.

შეწვისას ხახვი რომ არ დაიწვას, ტაფაზე რამდენიმე კუბიკი ყინული დადეთ. ის ტაფას დაეხმარება არ გადახურდეს და ხახვის შეწვისთვის ოპტიმალური ტემპერატურა შეინარჩუნოს.

ბევრ მარცვლეულს მკვეთრად გამოხატული გემო არ აქვს. ამასთან ბრძოლას ჩაის პაკეტებით შეძლებთ. ჩაუშვით რამდენიმე პაკეტი წყალში, რომელშიც მარცვლეული უნდა მოხარშოთ. ნოყიერი გემოსთვის მაგარი სახეობების ჩაი არჩიეთ.

თუ თქვენთვის აუცილებელია ხორცი სწრაფად გაყინოთ, მოათავსეთ ის მეტალის ლანგარზე, ზევიდან კი დაადეთ ცხელი წყლით სავსე ქვაბი. 10-15 წუთის შემდეგ ხორცი ტბილი გახდება.

სალათისთის თუ რბილი ხახვი გჭირდებათ, თქვენ კი ასეთი არ გაქვთ, ნუ იღელვებთ. დაჭერით ხახვი და ჩაალბეთ ცივ წყალში 15 წუთით.

ყავის გემოს გამრავალფეროვნებისთვის მოხარშვამდე დაუმატეთ რამდენიმე მარცვალი ზღვის მარილი და ცოტაოდენი დარიჩინი. ყავა ძალიან არომატული გამოვა. გემოს გაუმჯობესებისვის დაუმატეთ ყავას ფხვნილად დაჭყლეტილი ფორთოხლის და ლიმნის ცედრა.

სალათი კიდევ უფრო გემრიელი და სასარგებლო რომ გამოვიდეს, მსხვილად დაფქული სუფრის მარილი მოაყარეთ. ასევე დაუმატეთ რამდენიმე მარცვალი შაქარი და გაოცდებით!

გსურთ გამოაცხოთ მარტივი ტორტი, მაგრამ გეზარებათ მოძიება? აი თქვენ ხერხი: აიღეთ ერთნაირი რაოდენობის კარაქი, შაქარი, ფქვილი და კვერცხი. დაუმატეთ რამდენიმე მარცვალი მარილი. აურიეთ, შედგით გაზქურაში და მზადაა. დაუმატეთ საყვარელი კრემი და მორთეთ კენკრით.

თუ კატლეტს დამბალი პურის ნაცვლად სუხარებს დაუმატეთ, ისინი უფრო წვნიანი და ნოტიო იქნება.

შემწვარი კვერცხი უფრო გემრიელი რომ იყოს, მოამზადეთ ის ნაღების კარაქში. როცა ცილა გამაგრებას დაიწყებს, ტაფაზე ცოტა წყალი დაასხეთ. კვერცხი არ დაიწვება და უფრო დარბილდება.

მარწყვი, შამპანური და ნაღები? ბანალურია… გარეცხეთ მარწყვი, მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ბალზამის ძმარი. გემო საოცარი იქნება.

თუ ხორცს შეწვამდე ქაღალდის ხელსახოცით გაწმენდთ, ის ხრაშუნა ზედაპირით და რბილი შიგთავსით იქნება.

დაუმატეთ ნებისმიერ გამომცხვარ კერძს 1-2 ს.კ. ალკოჰოლი. ასე დესერტი ბევრად არომატული იქნება.

ლობიო, ჩათუშული ლუდში, კერძია, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს. დააფასებენ ისინიც, ვისაც ის არ უყვარს.

დაუმატეთ ცივ მაგარ ჩაის 2-3 ფოთოლი პიტნა, რამდენიმე მარცვალი სოდა, დარიჩინი და ლიმნის ნაჭერი. გამოვა მშვენიერ სასმელი, რომელც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც იქნება.

ახლა თქვენი კატლეტები აღარასდროს იქნება ძველებული, მეგობრები მუდამ მოისურვებენ ჩაისა და ტორტზე გეწვიონ. ჩვენი საიდუმლოებები სახლს უფრო მყუდროს გახდის.

სულ ეს არის. უჩვეულო ხრიკები ძალიან დაგეხმარებათ, რადგან ფანტაზია შეუცვლელი რამაა სამზარეულოში!

 

8 შეცდომა რომელსაც სამზარეულოში უნებლიედ უშვებთ და თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

ყველამ იცის, რომ ზოგიერთი ნივთი სამზარეულოში, მაგალითად საჭრელი დაფა შეიძლება ტუალეტის საჯდომზე უფრო ჭუჭყიანი იყოს. არსებობს სხვა ჩვევები და ნივთები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან თქვენს ჯანმრთელობას. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით.

1. რძის არასწორ ადგილას განთავსება

ნებისმიერი რძის პროდუქტი – არაჟანი, რძე, იოგურტი – მაცივრის თაროზე უნდა განთავსდეს. ეს არის ადგილი, სადაც ტემპერატურა მაცივრის კარებზე დაბალია. ირონიულია, რომ ადამიანების უმეტესობა რძის პროდუქტებს სწორედ კარებზე ათავსებს, რაც პროდუქტის ვარგისიანობას მკვეთრად ამცირებს.

2. დივანზე მირთმევა

ბევრ ადამიანს უყვარს სავარძელზე საყვარელი საკვების თეფშით ჯდომა და ფილმის ყურება. რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს ეს, ჩვევა ქრონიკულ გულძმარვას იწვევს. თუ სხეულის პოზიციონირება არასწორია, საკვების წვენი, უკან საყლაპავში ხვდება და დისკომფორტს იწვევს.

ამის საწინააღმდეგოდ გირჩევთ დარჩეთ სწორ მდგომარეობაში კვების შემდეგ 1 საათით მაინც.

3. საკვების დიდი ხნით გაციება, სანამ მაცივარში მოათავსებთ

არაა რეკომენდირებული დატოვოთ მზა კერძი მაგიდაზე ან თეფშე 1-2 საათზე მეტხანს. ოთახის ტემპერატურაზე საშიში ბაქტერია ვრცელდება, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ცივი საკვები მხოლოდ მაცივარში უნდა ინახებოდეს. მოათავსეთ ის ჰერმეტულ კონტეინერში.

4. დროდადრო სარეცხი ღრუბელის განახლების უგულველყოფა

კვლევების შედეებმა აჩვენა, რომ სამზარეულოს ღრუბელი სახლში ყველაზე ბინძური ნივთია. ჭურჭლის რეგულარული გარეცხვის შედეგად მათზე უამრავი პათოგენური ბაქტერია ვრცელდება.

თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური გზაა დაასველოთ ღრუბელი და მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთით ყოველი გამოყენების შემდეგ. ელექტრო რადიაცია შეამცირებს მასზე ბაქტერიების არსებობს. მეთოდი შეეფერება პროდუქტებს, რომლებიც მეტალის და პლასტიკის ნაწილებს არ შეიცავენ. ზოგადად, ღრუბელი უნდა შეიცვალოს ყოველ 7 დღეში.

5. პროდუქტების ვადის კონტროლის უგულველყოფა

სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა ვარგისიანობის ვადა აქვს. ხშირად ავიწყდებათ შეამოწმონ სამარეულოში არსებული პროდუქტის ვადა. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ ამას, თუ პროდუქტს სპეციფიკური სუნი, გემო ან ზედაპირი აქვს. ამით კი ვერ განვსაზღვრავთ რამდენი ხანი გავიდა, რაც ბაქტერია პროდუქტში ცოცხლობს.

იმისთვის, რომ არ გარისკოთ საკუთარი ჯანმრთელობა, კონტროლს უნდა მიმართოთ და ვადაგასული პროდუქტები სასწრაფოდ გადააგდოთ. ოდნავ დაზიანებულ საკვებსაც კი შეუძლია მოწამვლის პროვოცირება მოახდინოს.

6. პურის არასწორი შენახვა

კიდევ ერთი ავრცელებული პრობლემა. პური ცივ, მშრალ ადილას უნდა შეინახოთ. სასურველია მაცივარში. დარწმუნდით, რომ კარგად იყოს შეფუთული, რათა ხვა საკვებისგან სუნი არ გადაეცეს.

7. ბოსტნეულის და ხილის გარეცხვა თუ მათ მოხმარებას მაშინვე არ აპირებთ

პროდუქტების მაცივარში მოთავსების შემდეგ, შეიძლება მათი ზედაპირი ობმა მოიცვას. აი ამიტომაც ხილი და ბოსტნეული მომზადებამდე მაშინვე უნდა გაირეცხოს. სოკო გამონაკლისია, ის თავისი სტრუქტურის მეშვეობით თავს იტენიანებს. გარეცხვის შემდეგ, მნიშვნელოვანია ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალოთ ისინი.

8. პასტის მომზადებაში გადაჭარბება

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მზარეული გვირჩევს პასტა ადრეულ სტადიაზე მოვამზადოთ, ბევრი ადამიანი მას მაინც იქამდე ხარშავს სანამ თვალისთვის შესამჩნევად რბილი არ გახდება. გადაჭარბებულად მომზადებული საკვები სისხლში შაქრის რაოდენობას მაღლა წევს.

ეცადეთ არ დაუშვათ სამზარეულოს ეს გავრცელებული პრობლემები და გვერწმუნეთ, გაცილებით ჯანმრთელად იგრძნობთ თავს თქვენს და თქვენი ახლობლებიც!

 

ეს ყოველდღიური საჭმელები სხვადასხვა ქვეყანაში უსაფრთხოების გამოა აკრძალული

ქათამი

ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ქლორით ნამკურნალები ქათამის გაყიდვა 1997 წლიდანაა აკრძალული. ქლორით გარეცხვის მეთოდს სალმონელასა და სხვა ინფექციური ბაქტერიების მოსაშორებლად იყენებენ. ევროპაში ეს მეთოდი საშიშად მიიჩნევა, რადგან დიდი ოდენობით ქლორის შემცველობა შესაძლოა საშიში იყოს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. 2010 წელს იგივე აკრძალვა შემოიღეს რუსეთშიც.

ხორცი

საქონლის, ღორისა და ინდაურის ხორცი ხშირად რაკტოპამინის საშუალებით იწარმოება. ეს ჰორმონი საშუალებას აძლევს ცხოველს უფრო მალე მოიმატოს წონაში. მეცნიერები თვლიან, რომ ასეთი ტიპის ხორცი შეიძლება საშიში იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და კარდიოვასკულარული დაავადებები გამოიწვიოს. ამ ჰორმონის გამოყენებით დამზადებული ხორცი 160 ქვეყანაშია აკრძალული, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და რუსეთში.

ჩიფსები

კარტოფილის ჩიფსები და სხვა ოლესტრას შემცველი ჩიფსები, რომელიც სინთეტიკური ცხიმის შემცველია, კანადასა და ევროპაში აკრძალულია. ეს ნივთიერება ხელს უშლის ორგანიზმს სასარგებლო მინერალებისა და ვიტამინების შეწოვაში და მუცლის პრობლემებს იწვევს. ოლესტრა ხშირად გამოიყენება იმ კარტოფილის ჩიფსების დასამზადებლად, რომლებსაც ლაითს უწოდებენ.

ვაშლი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო აგრიკულტურის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინსპექციის დროს აღმოაჩინეს, რომ ვაშლების 80 პროცენი შეიცავს დიფჰენილამინს (DPA), რომელიც ამ ხილს ეხმარება სიჯანსაღის უფრო ხანგრძლივად და მარტივად შენარჩუნებაში, რათა ასეთ მდგომარეობაში მოხდეს მათი ექსპორტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ევროპაში DPD საზიანო ნივთიერებათაა მიჩნეული, რომელსაც შეუძლია კიბოს გამოწვევა. სწორედ ამიტომ, ასეთი სახის ვაშლები ევროპაში აკრძალულია 2012 წლიდან.

ჟელატინის ტკბილეული

ევროპული კომისიის თქმით, ჟელატინის ტკბილეული, რომელიც პატარა კოლოფებშია მოთავსებული, განსაკუთრებით საშიშია პატარა ბავშვებისათვის, რადგან მათი საშუალებით დახრჩობა ძალიან ადვილია. ეს ტკბილეული ასევე შესაძლოა შეიცავდეს კონჯაკს, ფაიბერს რომელიც ფუვდება სისველესთან შეხებისას და შეიძლება ყელში გაიჭედოს, რაც შეუძლებელს გახდის ჰეიმლიხის მანევრის ჩატარებას. ამ სახით წარმოებული ტკბილეული სწორედ ამიტომაა აკრძალული ევროპაში, ასვსტრალიაში და კიდევ სხვა ბევრ ქვეყანაში. მათი აკრძალვის საშუალებით უსაფრთხოების კომისიები ცდილობენ ბავშვებს თავიდან აარიდონ დახრჩობისა და მსგავსი ტიპის უბედური შემთხვევები, რაც საკმაოდ ძნელად გასაკონტროლებელია.

პური

ისეთი სახის პური, რომელიც შეიცავს აზოდიკარბონამიდებს (ADA, E927) აკრძალულია ევროპასა და ავსტრალიაში. ADA გამოიყენება იმისათვის, რომ პურის ცომს თეთრი ფერი მიენიჭოს და ამის წყალობით, იგი უფრო დიდხანს გამოიყურებოდეს ჯანსაღად. ამ შემცველობის პროდუქტებს შეუძლიათ ალერგიული რეაქციებისა და ასთმის გამოწვევა, რის გამოც ისინი აიკრძალა.

 

თევზის 6 ყველაზე სასარგებლო სახეობა, რომელიც თქვენს კერძებში ხშირად უნდა გამოიყენოთ

თევზი უხსოვარი დროიდან ადამიანის რაციონის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემადგენელი პროდუქტია. დღესდღეობით მარკეტების თაროებზე თუ ბაზრის დახლებზე უამრავი სახეობის თევზს შევხვდებით. იმაში გასარკვევად, თუ რომელ მათგანს რა სარგებლობა აქვს, გავეცნოთ შემდეგ ფაქტობრივ მონაცემებს.

სასარგებლო თევზის სახეობები

1. ორაგული

თევზის ამ სახეობას აქვს ნაზი მონარინჯისფრო ან მოვარდისფრო შეფერილობა. ორაგულის რეგულარული მირთმევა გააჯანსაღებს თქვენს კანს, განამტკიცებს ნერვულ სისტემას და დაარეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. მაკროელემენტებიდან ორაგულში სჭარბობს ფოსფორი და კალიუმი. ამიტომ ეს თევზი ძალიან სასარგებლოა გულ- სისხლძარღვთა სისტემის ორგანოებისთვის.

2.სკუმბრია

სკუმბრიის ხორცი საკმაოდ ცხიმიანია, თან წვრილი ფხების გარეშე. ის არის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების წყარო, რომელიც ქოლესტერინის დონეს არეგულირებს სისხლში. სკუმბრიაში არსებული ცილა სამჯერ უფრო სწრაფად შეიწოვება, ვიდრე ხორცის ცილა. სკუმბრიის მირთმევა კვირაში 1-2 ჯერ ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, სისხლში შაქრის დონის რეგულირებას, თმისა და ფრჩხილების გამაგრებას. ნუტრიციონისტების აზრით, სკუმბრიას ძალუძს ორგანიზმის გაახალგაზრდავება მასში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო.

3. სარდინი

სარდინი საუკეთესო ნედლეულია ცხელი შებოლვის თევზის მოსამზადებლად. ის შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, თუთიას, ნატრიუმს და სხვა თეთრ თევზზე უფრო სასარგებლოა. მასში შემავალ ცხიმოვან მჟავებს ძალუძს ფსორიაზის სიმპტომების შესუსტება.

4. ქაფშია

ამ წვრილი თევზის ხორცი წვნიანი და ნაზია. ის არ შეიცავს ნახშირწყლებს, სამაგიეროდ მდიდარია ცილით. ქაფშია ერთ-ერთი მდიდარი წყაროა D  ვიტამინის, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ბავშვის მოზარდ ორგანიზმს.

5. პალტუსი

პალტუსის რეგულარული მოხმარება ადამიანს იცავს ისეთი საშინელი დაავადების განვითარებისგან, როგორიც ალცჰეიმერია. სელენი, რომელსაც შეიცავს ამ თევზის ხორცი, ორგანიზმს ეხმარება შლაკებისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებში. პალტუსის ღვიძლი მასში A ვიტამინის შემცველობით რეკორდსმენია ამ საკითხში.

6. ცისარტყელა კალმახი

კალმახის ხორცი შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლებისა და ნერვული ქსოვილების გამაგრებას. საკმარისია მიირთვათ ერთი პორცია კალმახი კვირაში ერთხელ და თქვენი მეხსიერება საგრძნობლად გაუმჯობესდება.

როგორც ხედავთ, თითოეული სახეობის თევზს თავისი უპირატესობა აქვს. ფაქტი ერთია: ყველა მათგანი ძალიან სასარგებლოა. შეგიძლით მიირთვათ თქვენი გემოვნებით ნებისმიერი ჯიშის თევზი და სასურველია, რაც შეიძლება, ხშირად.

 

10 სასწაულმოქმედი სასმელის რეცეპტი, რომლებიც ორგანიზმს აჯანსაღებს

სმუზი ბლედერში ათქვეფილი ხილის, ბოსტნეულის, იოგურტის ან რძის სასმელია. წვენებისგან განსხვავებით, სმუზები ვიტამინებსა და მიკროელემენტებს ინარჩუნებენ. ის კვებავს კანს, აუმჯობესებს ძილს და გვიცავს დაავადებებისგან.

გთავაზობთ სმუზებით 10 გამორჩეულ რეცეპტს

მოცვის სმუზი

ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ახალი ან გაყინული მოცვი
  • 1 ბანანი
  • 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი
  • მწიკვი დარიჩინი
  • 1 ჭიქა ნუშის რძე ან ქოქოსის წყალი

გამაჯანსაღებელი სმუზი

კიტრს ღვიძლიდან ტოქსინები გამოაქვს.

ინგრედიენტები

  • 1/2 გაფცქვნილი კიტრი
  • 1 ჭიქა ახალი ან გაყინული მოცვი
  • 1 ჭიქა ნუშის რძე ან ქოქოსის წყალი
  • 1 ს.კ. თაფლი

კოწახურის სმუზი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა კენკრა
  • ¼ ჭიქა კოწახურის წვენი
  • ¼ ავოკადო
  • 1 ჭიქა ნუშის რძე ან ქოქოსის წყალი
  • 1 ჩ.კ. იმბირი

გოგრის სმუზი

ინგრედიენტები

  • ¾ ჭიქა გასუფთავებული გოგრა
  • ½ ჭიქა ნუშის რძე ან ქოქოსის წყალი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • მწიკვი დარიჩინი
  • ½ ჩ.კ. მუსკატის კაკალი

სმუზი დარიჩინითა და მაყვალით

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ახალი მაყვალი
  • 1 ჭიქა ნუშის რძე ან ქოქოსის წყალი
  • მწიკვი დარიჩინი
  • 1 მუჭა ისპანახი
  • 1 ს.კ. თაფლი

მწვანე მონსტრი

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა ქოქოსის წყალი
  • 1 მუჭა კომბოსტო
  • 1 მუჭა ისპანახი
  • 5 ღერო ნიახური
  • 1 გაფცქვნილი ვაშლი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 0,5 კონა ოხრახუში

ტოქსინების საწინააღმდეგო

ინგრედიენტები

  • 3 სტაფილო
  • 3 ღერო ნიახური
  • 1 კიტრი
  • 0,5 მუჭა კომბოსტო
  • 0,5 მუჭა ოხრახუში
  • 0,5 მუჭა ქინძი
  • 1 გამოწურული ლიმონი

სისხლის გამწმენდი

ინგრედიენტები

  • 1 ჭარხალი
  • 1 ვაშლი
  • 3 ბოლოკი
  • 1 ჭიქა ახალი კომბოსტოს ფოთოლი

მარტივი + ტკბილი

ინგრედიენტები

  • 1 მწვანე ვაშლი
  • 1 მსხალი
  • 0,5 ახალი იმბირი
  • 1 გამოწურული ლიმონი
  • 1 ჭიქა ისპანახი

სტაფილო + ვაშლი

ინგრედიენტები

  • 2 მწვანე ვაშლი
  • ახალი სტაფილო
  • 0,5 იმბირი

სმუზში შემავალი პროდუქტებით ორგანიზმი ყველა მინერალსა და ვიტამინს ითვისებს, ასევე სმუზი ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში ეხმარება. ასე რომ, შეიძინეთ პროდუქტები და დაიწყეთ მათი დალევა!

 

მზარეულთა საიდუმლოებანი

ყველა მზარეულს აქვს თავისი ეშმაკობანი, რომლებიც მათ საქმიანობას უმარტივებთ. რა თქმა უნდა,  გამოცდილება მოდის დროსთან და დაშვებულ შეცდომებთან ერთად, მაგრამ უმჯობესია ზოგიერთი ნიუანსის წინასწარ ცოდნა.

ჩვენ გაგიზიარებთ ცნობილი მზარეულების სასარგებლო რჩევებს.

შეფ-პოვართა საიდუმლოებები

  1. ლიმონისგან ან ლაიმასგან წვენის გამოწურვა რომ გაგიადვილდეთ, ციტრუსი მსუბუქად შეათბეთ.
  2. ბეკონი ქათმის ხორცს შებოლილის არომატს მიანიჭებს.
  3. მწვანილი უფრო არომატული რომ გახდეს, გასრისეთ სანაყში წვეთ ზეითუნის ზეთთან ერთად.
  4. პროდუქტებისთვის ამარეტოს გემოს მისაცემად გამოიყენეთ გარგარის კურკის გული.
  5. ანანასი კერძებიდან ნთქავს ზედმეტ ცხიმს.
  6. ფორთოხალი ძალიან უხდება შოკოლადის სოუსს.

7. ხორცს შეწვის დროს დაუმატეთ ცოტა ფქვილი, ხრაშუნა ქერქი  რომ ჰქონდეს.

8. ნივრის პიურეს მისაღებად ნიორი დაჭერით, მოაყარეთ მარილი და გაჭყლიტეთ დანით.

9. პროდუქტის შეწვისას დასაწყისში მას დაუმატეთ პიტნა.

10. თუ სუფი ან ბულიონი ძალიან ცხიმიანი გამოვა, მასში ჩააგდეთ ყინულის ნატეხი. ცხიმი მოგროვდება ყინულის გარშემო და მისი ამოღება იოლი იქნება.

11. წყალი, რომელშიც კარტოფილი ან მაკარონი იხარშებოდა, გამოიყენეთ ოთახის მცენარეების მოსარწყავად. ის ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

12. თუ ბრინჯი ცოტათი მიგეწვათ, ჩააგდეთ მასში თეთრი პურის ნაჭერი 5-10 წუთით უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად.

ვიმედოვნებთ, ეს კულინარული რჩევები დაგეხმარებათ სამზარეულოში და მომზადების პროცესიც უფრო სასიამოვნო გახდება. არ დაგავიწყდეთ მათი გაზიარება მეგობრებისთვის.