მთავარი ჯანმრთელობა წყალს იმბირი და პიტნა დაუმატეთ, რომ წონაში დაიკლოთ

წყალს იმბირი და პიტნა დაუმატეთ, რომ წონაში დაიკლოთ

by Keti

ზაფხული ახლოვდება და წონაში კლების საკითხიც აქტუალურია. ბედნიერების ძიებაში ქალები მზად არიან ექსპერიმენტების ჩასატარებლად, რათა სასურველ შედეგს სწრაფად მიაღწიონ.

თუმცა საჭიროა ყველაფერს გონივრულად მივუდგეთ, განსაკუთრებით, ჯანმრთელობას.

გვსურს ერთი მარტივი ჭეშმარიტება შეგახსენოთ: სწორი გახდომის მთავარი შემადგენელი არის წყლის აუცილებელი რაოდენობის მიღება.

შეგახსენებთ: მოზრდილმა ადამიანმა დღეში 1,5-2 ლ სუფთა წყალი უნდა დალიოს (30 მლ სითხე 1 კგ-ზე). პირველი 1,5 ლ უნდა მიიღოთ 4 საათამდე.

გთავაზობთ სუპერ სასმელის რეცეპტს, რომელიც ჩვეულებრივ წყალზეა დამზადებული. ის ფიგურის კორექტირებაში დაგეხმარებათ და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს.

წყალი ,,სასი” ორგანიზმის გასაწმენდად

ამ ვიტამინურმა სასმელმა სახელწოდება ამერიკელი ქალის – სინტი სასისგან – მიიღო, რომელიც ამ ელექსირის ავტორია,

ინგრედიენტები

  • 2 ლ სუფთა (წყაროს ან ბოთლის წყალი)
  • 1 ს.კ. გახეხილი იმბირის ფესვი
  • 1 კიტრი
  • 10-12 პიტნის ფოთოლი
  • 1 საშუალო ლიმონი

მომზადება

1. დაჭერით თხელ რგოლებად კიტრი და ლიმონი. გაასუფთავეთ იმბირი და გახეხეთ. აურიეთ ყველაფერი და დაასხით წყალი.

2. პიტნის ფოთლები ხელებით დაგლიჯეთ.

3. სასმელი დადგით მაცივრის ქვედა თაროზე 10-12 საათით (სჯობს, მთლი ღამით).

4. შეგიძლიათ, წყალი გადაწუროთ. დილით, უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა სასი. დანარჩენი კი ცოტ-ცოტა მთელი დღის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია: სასმლის სითბოში გაჩერება არ შეიძლება, ის კარგავს სასარგებლო თვისებებს.

ვინც სასმელი გასინჯა, აღნიშნავს, რომ ის კარგად კლავს წყურვილს და აქვს გამამხნევებელი, მატონიზირებელი ეფექტი.

სასის წყალში ლიმნის გარდა შეგიძლიათ მანდარინის, ან ფორთოხლის დამატებაც. ასევე სალბის რამდენიმე ფოთლის. სასმელი უნდა დალიოთ 4 დღის განმავლობაში, ნებისმიერი დიეტის დაწყებამდე, ეს გახდომის პროცესს დააჩქარებს.

სასმელი რეკომენდებული არ არის, ვისაც აქვს ალერგია რომელიმე ინგრედიენტზე ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.

ცხელ სეზონზე სასის წყალი ნამდვილი საჩუქარია. მასზე უკეთ არაფერი აგრილებს. გაუზიარეთ მეგობრებს ამ მარტივი და სასარგებლო სასმელის რეცეპტი, ისინი მადლობელნი დაგრჩებიან.