მთავარი კულინარია ნამცხვარი ”ბისკოტი”

ნამცხვარი ”ბისკოტი”

by Keti

ბისკოტი ეს არის ესპანეთში პოპულარული ხრაშუნა ორცხობილების საერთო დასახელება.

ტრადიციულად მათ ამზადებენ ცხიმისა და გამაფხვიერებლის გარეშე. ამიტომ გამოდის მშრალი და დიდხანს ინახება, რაც მნიშვნელოვანია.

გთავაზობთ, გამოაცხოთ ეს გემრიელიობა სხვადასხვა თხილეულისა და ჩირეულის გამოყენებით. ქიშმიში შეგიძლიათ შევცალოთ მშრალი მოცვით, ან გამოიყენოთ ორივე. ცუკატებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ქერქი ან მშრალი კივი.

ინგრედიენტები:

  • 2,5-3 ჭიქა ფქვილი
  • 100 გრამი ქიშმიში
  • 100 გრამი თხილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 5 ცალი კვერცხი
  • 100 გრამი ნუში
  • 100 გრამი ცუკატები
  • დარიჩინი, იმბირი

მომზადება

1. შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატი. დაასხით მდუღარე და დატოვეთ 10 წუთი. წყალი გადაღვარეთ და მასა გადაწურეთ.

2. ათქვიფეთ 4 კვერცხი შაქართან ერთად, დაამატეთ დაფქული დარიჩინი და იმბირი. თქვიფეთ. ჩაამატეთ გაცრილი ფქვილი.

3. მოზილეთ სქელი ცომი, კონსისტენციით ის უნდა ჰგავდეს ბლანტ თაფლს. თუ მასა ძალიან თხევადია, დაამატეთ ფქვილი.

4. დაამატეთ ცომს ფქვილში და ნიგოზში ამოვლებული ცუკატები, ფრთხილად შეურიეთ.

5. საცხობს დააფარეთ პერგამენტი და მოუსვით ცხიმი. დადეთ ცომი მომზადებული ბაგეტის სახით, მოაყარეთ ფქვილი, წაუსვით დარჩენილი კვერცხი. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთით.

6. გამოიღეთ ნამცხვარი ღუმელიდან, ცხელივე დაჭერით 15-20 მლ ფირფიტებად. დაალაგეთ ბადეზე და დააბრუნეთ კვლავ ღუმელში, 5-7 წუთით.

იტალიაში ეს გემრიელი ორცხობილა სხვადასხვა სასმელთან ერთად მიაქვთ. ყველაზე ხშირად 1 ჭიქა ტკბილ Vin Santo-სთან ერთად. გემრიელად მიირთვით!