მთავარი კულინარია გამომცხვარი ღორის ხორცი

გამომცხვარი ღორის ხორცი

by Keti

შინაური ღორის ხორცი იმათი არჩევანია, ვინც უკვე შეიგრძნო ძეხვისა და შებოლილი პროდუქტების მავნებლობა, მაგრამ ნოყიერ ბუტერბროდებზე უარს ვერ ამბობს.

ღორის ხორცი მზადდება თქვენი მონაწილეობის გარეშე, ყველაფერს ღუმელი აკეთებს. მარინადის წყალობით ხორცი ძალიან არომატული გამოდის. მის მოსამზადებლად გამოდგება ღორის კისერი, ბეჭი და უკანა ნაწილი. შეგიძლიათ საქონლის ხორციც გამოიყენოთ

ინგრედიენტები

  • 800 გ ღორის ხორცი
  • 1 ლ წყალი
  • 2-3 ჩ.კ. მარილი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • ხორცის სუნელი გემოვნებით

მომზადება

1. აადუღეთ მარილიანი, პილპილიანი და დაფნის ფოთლიანი წყალი. გაციების შემდეგ მოათავსეთ ხორცი. გადაახვიეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში მთელი ღამე

2. ხორცი ამოიღეთ, გააშრეთ, შეაზილეთ ხორცის სუნელი. ხორცის მთელ ზედაპირზე ნახვრეტები გააკეთეთ და ჩატენეთ ნივრის ნაწილები.

3. ასე მომზადებული ხორცი მოათავსეთ ღუმელში, ცელოფან შემოხვეული, ბოლოები შეუკარით. შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 60 წუთით. მომზადების დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ცელოფანი ზემოდან გაჭერით, მოასხით ხორცის მიერ გამოყოფილი წვენი და დააბრუნეთ ღუმელში შებრაწვამდე.

გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება!