ფრანგულ ნამცხვარს კარამელის კრემითა და ნაზი ცომით ,,ტატენს” უწოდებენ. გამოცხობის მსგავსი მეთოდის ავტორებად ითვლებიან XIX საუკუნის, საფრანგეთში მცხოვრები დები ტატენები. მათ შეცდომით, საცხობ ფორმაში ვაშლი კარამელთან ერთად ჩადეს, შემდეგ კი ცომით დაფარეს. არავინ იცის, ეს სიმართლეა თუ არა, მთავარი ისაა, ამ გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი კვლავ რომ არსებობს.
გთავაზობთ ტატენის მომზადების კლასიკას გადავუხვიოთ და ის ბანანით გამოვაცხოთ. ის ნაზი, რბილი, ტკბილი გამოდის, გასინჯვად ნამდვილად ღირს!
ინგრედიენტები
- 1,5 ჭიქა ფქვილი
- 150 გ კარაქი
- 1 კვერცხი
- 100 გ ყავისფერი შაქარი
- 2 ს.კ. შაქარი
- 125 გ არაჟანი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
- 4 ბანანი
მომზადება
1. გაცერით ფქვილი, დაამატეთ 2 ს.კ. თეთრი შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი, არაჟანი, კვერცხი და 100 გ კარაქი.
2. მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 30 წუთი.
3. დარჩენილი კარაქი გაადნეთ ტაფაში, დაამატეთ ყავისფერი შაქარი. ურიეთ, სანამ არ გადნება. კარამელი საცხობ ფორმაში გადაასხით.
4. ბანანი შუაზე გაჭერით, შემდეგ თითოეული ნაწილი სიგრძეზე. ჩაალაგეთ ისინი კარამელში.
5. გამოიღეთ ცომი. გააბრტყელეთ. დააფარეთ ბანანს. ნაპირები შიგნით ჩააბრუნეთ.
6. გამოაცხეთ ღუმელში 200 გრადუსზე, 35-40 წუთი.
7. მზა ნამცხვარს დააფარეთ დიდი თეფში და გადააბრუნეთ, ფრთხილად მოაცილეთ ფორმა.
თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ ფრანგული ნამცხვრის ეს ვარიანტი. გაინებივრეთ თავი ხშირად და მეგობრებსაც ურჩიეთ მისი მომზადება!