მთავარი კულინარია იტალიური ბისკვიტი ,,მარგარიტა”

იტალიური ბისკვიტი ,,მარგარიტა”

by Keti

ეს იტალიური ბისკვიტი არის სიყვარული პირველი ლუკმიდან. ჰაეროვანი, ნაზი, რბილი, ფუმფულა.

როგორ გამოვაცხოთ ბისკვიტი სახლის პირობებში

ბისკვიტის გემოს სიტყვებით ვერ გადმოვცემთ, ის პირდაპირ პირში დნება.

ინგრედიენტები

  • 100 გ ფქვილი
  • 100 გ სახამებელი
  • 4 კვერცხი
  • 10-12 გ გამაფხვიერებელი
  • 150 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 80 გ კარაქი
  • 1-2 ს.კ. შაქრის პუდრა
  • მარილი

მომზადება

1. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, 4 წუთით. დაამატეთ მარილი და კვლავ ათქვიფეთ ცოტა ხნით.

2. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ გაცრილი ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი. დაამატეთ მშრალი ნარევი ათქვეფილ კვერცხს, აურიეთ.

3. ცალკე შეურიეთ 2 კოვზი ცომი გამდნარ კარაქს, ათქვიფეთ, დაამატეთ ძირითად ცომს. ეს ხერხია, რომ კარაქმა ცომი არ დააგდოს. ფრთხილად შეურიეთ სათქვეფით.

4. აიღეთ მრგვალი ფორმა (22 სმ). ჩააფინეთ მასში პერგამენტი, ჩაასხით ცომი, შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 30-35 წუთი.

5. მზა ცივ ბისკვიტს პუდრა მოაყარეთ.

6. სულ ეს არის, ბისკვიტი ,,მარგარიტა” მზადაა. გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ ეს საკვირველი რეცეპტი მეგობრებს! ყველა დიასახლისი მოხარული იქნება მისი მომზადებით!