მთავარი სილამაზე რომელ კოსმეტიკურ საშუალებებზე უნდა თქვათ უარი

რომელ კოსმეტიკურ საშუალებებზე უნდა თქვათ უარი

by Keti

ყოველდღე ვხედავთ ამა თუ იმ კოსმეტიკური პროდუქტის მრავალრიცხოვან რეკლამას მათ საკვირველ ეფექტებზე. ვიცით, რომ რეკლამას არ უნდა დავუჯეროთ, რადგან იქ ყველაფერი გაიდეალურებულია. მაგალითად, გოგონების კანის ხარვეზები კომპიუტერულადაა დამუშავებული.

მთელი რეკლამა ორიენტირებულია იმისკენ, რომ პროდუქტი დიდი რაოდენობით გაიყიდოს.

კოსმეტიკის მავნებლობა

დღეს ვისაუბრებთ კანისთვის და ჯანმრთელობისთვის მავნე კოსმეტიკურ პროდუქციაზე. კოსმეტიკაში შედის საშიში ნივთიერებები და ასევე არსებობს ტონიკები და ქაფები, რომელთა გამოყენება უშედეგოა!

კოსმეტიკურ საშუალებებში არსებული 5 ყველაზე მავნე ნივთიერება

1. პარაბენები

პარაბენი არის პარა-ჰიდროქსიბენზოინის მჟავა რთული ეთერებით. მას კოსმეტიკაში იყენებენ, როგორც იაფ კონსერვანტს. მათი წყალობით კოსმეტიკა დიდხანს ინახება, არ ობდება.

პარაბენების დიდმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნეები, ისინი ორგანიზმიდან არ გამოირეცხება, აქვს დაგროვების უნარი.

2. სინთეტიკური საღებავები

ბევრი მეწარმე თავის საშუალებებში ამატებს სინთეტიკურ საღებავს, რათა პროდუქტი უფრო მიმზიდველი იყოს. რეალურად, ნატურალურ პროდუქციას მაინცდამაინც სასიამოვნო ფერი არ აქვს. ეცადეთ კრემები და ბალზამები ნატურალური ფერით შეარჩიოთ, არანაირი მკვეთრი ვარდისფერი ამ მწვანე.

3. არომატიზატორები

არ შეიძინოთ პროდუქცია, რომლის შეფუთვაზეც არომატიზატორებია მითითებული. ამ სიტყვის ქვეშ ხშირად იგულისხმება 100მდე სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, ეს კი მხოლოდ სუნისთვის ხდება. ამ ნივთიერებემა შეიძლება ძლიერი ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი და ღებინება გამოიწვიონ.

4. სულფატები

სულფატებს ხშირად უმატებენ შამპუნებს. სწორედ სულფატები ხდის შამპუნს აქაფებადს.

მეორეს მხრივ, სწორედ ეს ნივთიერებები იწვევენ ლორწოვანის ძლიერ გაღიზიანებას და კანის სიმშრალეს. მშრალი კანის დროს მინიმალურად გამოიყენეთ სულფატების შემცველი პროდუქცია. საშიშია ასევე სილიკონების შემცველობაც კოსმეტიკაში.

6. ჰიდროქინონი

ეს ნივთიერება შედის კონსილერების, თმის გელებისა და კანის გამათეთრებლების შემადგენლობაში. ჰიდროქინონი აქვეითებს კანის მდგრადობას ულტრაიისფერი სხივების მიმართ და ზრდის კანის კიბოს რისკს. მას აქვს ძლიერი კანცენოგენული ეფექტი.

5 კოსმეტიკური საშუალება, რომლებზეც ახლავე უარი უნდა თქვათ

1. სკრაბი

ნებისმიერი კოსმეტოლოგი იტყვის, რომ სკრაბების გამოყენება არასასურველია. უმცირესი ნაწილაკების შემცველი სკრაბებიც კი უნარიანია კანი ძლიერად დააზიანოს და გამოიწვიოს ანთება.

2. ქოქოსის ზეთი

ის უხდება თმას, თუმცა კანისთვის არასასურველია. ქოქოსის ზეთი ახშობს ფორებს და ტენს აკავებს კანის ქვეშ. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ის.

3. ტონიკი

ტონიკი მავნებელია და არც რაიმე აზრი აქვს მის გამოყენებას. ის მიმართულია კანის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დასაცავად, ამის შესრულება კი სხვა საშუალებებსაც კარგად შეუძლია – მაგალითარ, მიცელარულ წყალს ან ღამის კრემს.

4. წყალმედეგი ტუში

სრულიად არასაჭირო ნივთია ჩვენს დროში. ის ძვირია და თან არალამაზად გამოიყურება წამწამებზე.

5. ანტიცელულიტური მალამო

არ უსმინოთ რეკლამების დაპირებებს! ცელულიტის მოშორება ასეთი ადვილი რომ იყოს, ის აღარავის ექნებოდა. ცელულიტის საწინააღმდეგოდ მუშაობს სწორი კვება და კარდიოვარჯიშები.

მოვლის საშუალებების ფასი არ გამოხატავს მათ სარგებლიანობასა და ნატურალურობას. გვენდეთ, შეიძლება, კაპიკებად ღირებულმა სააფთიაქო საშუალებებმა შეიძლება ძვირი პროდუქცია ჩაანაცვლონ.

იყავით ფრთხილად, განსაკუთრებით, საბავშვო კოსმეტიკის მიმართ, რადგან ბავშვი მეტად მოწყვლადია ქიმიური ნივთიერებების მიმართ.

გაუზიარეთ სასარგებლო რჩევები მეგობრებს!