მთავარი სილამაზე 50 წელია ყოველ დილით ვტეხავ კვერცხს და ამ ნიღაბს ვიკეთებ. ნაოჭის არსებობის არც მჯერა.

50 წელია ყოველ დილით ვტეხავ კვერცხს და ამ ნიღაბს ვიკეთებ. ნაოჭის არსებობის არც მჯერა.

by Keti

თვალის გარშემო კანი ყველაზე თხელია, მასზე აისახება უძილობა, დიეტა, მოუვლელობა, რაც ასაკთან ერთად უფრო შესამჩნევი ხდება. ბევრს ეჭვი ეპარება, თუმცა თვალის გარშემო კანის მოვლა სალონების გარდა იაფი და ბუნებრივი საშუალებებითაც შეიძლება.

ნიღბები ქათმის კვერცხით

ნიღბები ქათმის კვერცხით აახლებს, ატენიანებს და ასწორებს ამ მიდამოს. წვრილი ნაოჭები ქრება, ღრმა ნაოჭები – ნაკლებად შესამჩნევი ხდება. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს.

ნიღბები ქუთუთოებისთვის

კვერცხის გულისა და კარაქის ნიღაბი

შეურიეთ 1 კვერცხის გული 1 ჩ.კ. დარბილებულ კარაქს. წაისვით ზედა-ქვედა ქუთუთოებზე სქლად. იწექით დახუჭული თვალებით 20 წუთი.

ნიღბის ნარჩენები თბილ წყალში დასველებული ბამბის დისკითჩამოიბანეთ.

კვერცხის გულისა და ჟოლოს ნიღაბი

ჩაჭყლიტეთ 2-3 ჟოლო, დაამატეთ კვერცხის გული, აურიეთ. წაისვით ზედა და ქვედა ქუთუთოებზე. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კვერცხის გულისა და რძის ნიღაბი

კვერცხის გულს შეურიეთ 1 ს.კ. მშრალი რძე, წაისვით ქუთუთოებზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კვერცხის ცილისა და თაფლის ნიღაბი

კვერცხის ცილა შეურიეთ 1 ჩ.კ. შვრიის ფქვილს და 1 ჩ.კ. თაფლს. წაისვით თვალების ქვეშ. დაიფარეთ სველი ბამბის დისკები, დაიტოვეთ 30 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით ქუთუთოზე დამატენიანებელი კრემი.

კვერცხის ცილის, ლიმონისა და ოხრახუშის ნიღაბი

ცილა ათქვიფეთ 0,5 ჩ.კ. ლიმონის წვენსა და 0,5 ჩ.კ. ოხრახუშის წვენთან ერთად. წაისვით ქუთუთოებზე, ნარჩენი სახეზე გადაინაწილეთ. შეიშრეთ ბოლომდე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ნიღაბი გასუფთავებულ კანზე უნდა წაისვათ. პროცედურების დამთავრების შემდეგ სახე გაიწმინდეთ კოსმეტიკური ყინულის კუბით. იმოძრავეთ მასაჟური მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ.

შინაური ნიღბები 7 დღის მანძილზე გამოიყენეთ. შემდეგ – კვირაში 2ჯერ. დილა-საღამოს ქუთუთოებზე სპეციალური დამატენიანებელი მალამო წაისვით. მოგვიყევით თქვენი გამოცდილებებიც, სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ!