1.3K
ქათმის სალათები მარტივი ჩანს: ზამთარში მაიონეზსა და კონსერვის სიმინდს ვამატებთ, ზაფხულში კი გარნირად ახალ ბოსტნეულს. დიასახლისები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ კერძის დიზაინს, ჩვენ კი დღეს სწორედ ამ დეტალზე შევჩერდებით!
ჩვენი სალათა შესახედაობით ძალიან ეფექტურად გამოიყურება, გემო კი საოცარი აქვს. ხელმისაწვდომი პროდუქტებით დახუნძლული კერძის მომზადებაზე ბევრი დროც არ დაგეკარგებათ.
ინგრედიენტები
- 300 გ ქათმის ფილე
- 6 ცალი პომიდორი
- 100 გ მაგარი ყველი
- მარილი
- 1/ კონა კამა
- 300 გ დამარინადებული სოკო
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 150 გ მაიონეზი
- 3 ცალი ზეთისხილი
- 1 ჩ.კ. ყაყაჩო
მომზადება
- მოხარშეთ ფილე დამარილებულ წყალში, გახლიჩეთ ის ნაწილებად. დაჭერით სოკო და პომიდორი პატარა ნაჭრებად, დააქუცმაცეთ ხახვი, გახეხეთ მაგარი ყველი. მოამზადეთ ყცელა პროდუქტი.
- დააწყვეთ ინგრედიენტები ფენებად: ხორცი, მაიონეზი, სოკო, ხახვი, მაიონეზი, ტომატი, მაიონეზი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- გადადით სალათის მორთვაზე: დარჩენილი პომიდვრები დაჭერით რგოლებად და გააკეთეთ მათგან ყაყაჩო, ნაჭრებს შორის ჩადეთ ზეთისხილები, როგორც ყაყაჩოს გული. ღეროებად გამოდგება კამა. მოაყარეთ იმიტირებულ ყაყაჩოს ნამდვილი ყაყაჩოს თესლი. დატოვეთ სალათა 2 საათით მაცივარში, შემდეგ მიიტანეთ სუფრასთან!
მსგავსი დიზაინით ბევრი სალათის გალამაზება შეიძლება, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული! გაუზიარეთ ეს მიმზიდველი რეცეპტი მეგობრებს!