მთავარი სილამაზე 7 რამ, რასაც შეუძლია გოგონა მოხუც ქალად გადააქციოს

7 რამ, რასაც შეუძლია გოგონა მოხუც ქალად გადააქციოს

by Keti

ეშმაკი დეტალებში იმალება. ეს ასეა, როცა საუბარი მოდაზე მიდის. ერთი პატარა შეცდომაც კი ხშირად გოგონას მოხუც ქალად გარდაქმნის. ჩვენ გეტყვით იმ დეტალებზე, რასაც ქალის დაბერება შეუძლია.

1. ქვედაბოლოს არასწორი სიგრძე

ქვედაბოლოს სიგრძეს შეუძლია რამდენიმე წელი მოგვიმატოს, ეს ეხება მინი კაბასაც და მაქსსაც. მთავარია თქვენი ,,ოქროს” სიგრძე იპოვოთ, რომელიც სილუეტს კარგად გამოკვეთს.

2. მოდიდან გადასული ფეხსაცმელი

დიდი ხნის წინ მოდიდან გასულმა ფეხსაცმელმა შესაძლოა რამდენიმე წელი მოგიმატოთ. წაუგებელი ვარიანტი კლასიკური ფეხსაცმელია.

3. უჩვეულო ფერები: ჭაობისფერი, მიწისფერი და სხვა…

ჭაობისფერი, მიწისფერი, ყავისფერი – ეს ფერები საერთოდ უგულებელყავით ან გონივრულად გამოიყენეთ. ის გარეგნობას პირქუშს და ვიზუალურად არაჯანსაღს ქმნის.

4. რთული ქსოვილები

ხავერდი, ლურექსი და სხვა ქსოვილები რთული და ..თეატრალურია”. ისინი გამოიყენება სწორი კომბინაციით, სხვა შემთხვევაში ბევრ წელს მოგიმატებთ.

5. დიდი ზომის ტანსაცმელი

ასეთი ტანსაცმელი უხდება ნორჩ გოგონას, ახალგაზრდა ქალებს კი ეს წლებსაც მატებს და ზედმეტ კილოგრამებსაც.

6. მუქი ფერები სახესთან

ნათელი ფერები სახეს ანათებს, მუქი – აბერებს. ვიზუალურად უფრო ახალგაზრდა, რომ გამოჩნდეთ, შეარჩიეთ ღია ფერის ზედები, მუქი ფერი კი შარვლებსა და ქვედაბოლოებს დაუტოვეთ.

7. შეუხედავი ვარცხნილობა

თმის სწორი შეჭრა ჩვენი იმიჯის ნახევარი წარმატებაა. არ დაინანოთ დრო და ძალები თქვენი სტილისტის შესარჩევად, რომელიც თქვენი გარეგნობის ყველა თავისებურებას გაითვალისწინებს და შესაბამის ვარცხნილობას შეგირჩევთ. ეს რამდენიმე წლით გაგაახალგაზრდავებთ კიდეც.

რომელ მეთოდებს იყენებთ თქვენ, ელეგანტურად რომგამოიყურებოდეთ? მოგვიყევით კომენტარებში!