მთავარი კულინარია ქათმის სუპი ლიმონით და კვერცხით

ქათმის სუპი ლიმონით და კვერცხით

by guramus

ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის ქათამი – 1ც.
  • ხახვი – 50გრ.
  • მწვანილი – 50გრ.
  • ლიმონი – 1ც.
  • მაკარონი “ვარსკვლავი” – 100გრ.
  • კვერცხის გული – 2ც.
  • მარილი – გემოვნებით

მომზადება:

გაასუფთავეთ ქათამი კარგად, ჩადეთ ქვაბში, დაასხით 12 ჭიქა წყალი და დაუმატეთ ხახვი და მწვანილი. ადუღეთ და ეტაპობრივად მოხადეთ ქაფი. დაუმატეთ შუაზე გადაჭრილი ლიმონი და ადურეთ კიდევ 1 საათი. ამის შემდეგ ამოიღეთ ქათამი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ბულიონს კი დაუმატეთ მაკარონი. როცა მოიხარშება, ბულიონიდან ამოიღეთ ხახვი და ლიმონი, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და დაჭრილი ქათამი, აურიეთ კარგად. მიირთვით ულუფებად.