მთავარი სილამაზე დიეტა 3-2-1 და ჯესიკა ალბამ 15 კილო დაიკლო

დიეტა 3-2-1 და ჯესიკა ალბამ 15 კილო დაიკლო

by Keti

38 წლის ჯესიკა ალბა ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობია. ის 3 ორსულობის შემდეგაც კი თავის წლებთან შედარებით, გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯესიკა ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ სიმსუქნისკენაა მიდრეკილი და პირველი მშობიარობის შემდეგ 15 კგ მოიმატა. ფორმაში ჩასადგომად ის იცავს დიეტას ,,3-2-1”.

ჯესიკა ალბას დიეტა

ეს დიეტა ჰოლივუდელმა მწრვთნელმა რამონა ბრაგანზამ შეიმუშავა. კვებისა და ვარჯიშების სისტემა სპეციალურად ნამშობიარები ქალებისთვისაა შექმნილი.

,,3-2-1” დიეტის არსი: რაციონი იყოფა საკვების 3 მიღებასა და 2 ხემსზე. აუცილებელია 1 ლ წყალი დღეში. დიეტა 12 კვირიანია, დღეღამური რაციონის ენერგეტიკული ღირებულებაა – 1700-1900 კკალ. ეს ნორმალური ლაქტაციისთვის საკმარისია.

დიეტის პირველ კვირას აუცილებელია სახამებლის შემცველი პროდუქტებისა და მარილის გამორიცხვა. მთელი დიეტის განმავლობაში აუცილებელია, რომ რაციონიდან ცომეული და ტკბილეული ამოიღოთ.

სხვა მხრივ მკაცრი შეზღუდვები არ არის, კვება ბალანსირებული და მრავალფეროვანია: ქათამი, თევზი, ბოსტნეულისა და ბურღულის გარნირები, სუფები. რაციონი მიმართულია ახალი ბოსტნეულის რაოდენობის გაზრდისა და ხილის შემცირებისკენ, შაქრის მაღალი შემცველობის გამო. ასევე იცვლება პროდუქტების დამუშავების მეთოდი: სჯობს ისინი მომზადდეს ორთქლზე, მოითუშოს, გამოცხვეს…

ხუთჯერადი კვებისას პორცია მუშტის ზომის უნდა იყოს. უარი თქვით სოუსებსა და სანელებლებზე, ისინი მადას აძლიერებს.

სპორტი ნებისმიერი დიეტის განუყოფელი ნაწილია. ეს აჩქარებს გახდომის პროცესს. ჯესიკას დაეხმარა ვარჯიში ფიგურის დაბრუნებაში.

რამდენი მოიმატეთ თქვენ ორსულობის შემდეგ? როგორ დაუბრუნდით ფორმას? გაგვიზიარეთ კომენტარებში, სტატია კი მეგობრებსაც აჩვენეთ!