მთავარი სილამაზე სილამაზის 10 მეთოდი, რომელიც მოკლე დროში ,,გადაგარჩენთ”

სილამაზის 10 მეთოდი, რომელიც მოკლე დროში ,,გადაგარჩენთ”

by Keti

სილამაზის რუტინისთვის დრო არასდროს გვყოფნის, განსაკუთრებით დილით. როცა რომელიმე კოსმეტიკური საშუალება გითავდებათ და დროც საკმარისად არ გაქვთ, ეს პატარა დიდი ტრაგედიაა. თუმცა, ნუ იდარდებთ, კოსმეტიკის ჩანაცვლება ყოველდღირი საშუალებებითაც შეიძლება.

ჩვენ გირჩევთ, როგორ ,,იხსნათ” თქვენი სილამაზე!

ბავშვის ფხვნილს + სავარცხელი = მშრალი შამპუნი

დაგჭირდებათ:

  • სიმინდის სახამებელი
  • სოდა
  • თეთრი თიხა
  • მარანტა

შეურიეთ ეს ინგრედიენტები თანაბარი რაოდენობით და მიიღებთ სახლის პირობებში მომზადებულ ბავშვის ფხვნილს. წაუსვით ის სავარცხელს და ჩამოივარცხნეთ, თუკი თმის დაბანის დრო არ გაქვთ. საშუალება ეფექტურად გაწმენდს თმის სტრუქტურას.

ბამბის დისკი + წამწამების საღებავი = სქელი წამწამები

აიღეთ ბამბის დისკი და გაყავით 2 ნაწილად. დაიმუშავეთ წამწამები ტუშით, შემდეგ მას შემოახვიეთ ბამბები და ხელმეორედ წაისვით წამწამებზე. ეს საგრძნობლად გაასქელებს და გაალამაზებს მათ.

მაიონეზი = თმის ნიღაბი

მშრალ თმასთან გასამკლავებლად წაისვით მასზე მაიონეზი. გაიჩერეთ 1 საათით და ჩამოიბანეთ შამპუნით. მას კარგი დამატენიანებელი ეფექტი აქვს.

სველი კანი + სუნამო = ხანგრძლივი სურნელი

სხეულის ჩვეული ადგილები დაიტენიანეთ და ისე მიისხით სუნამო. ეს მეთოდი ხანგრძლივად იმოქმედებს.

სველი კანი + კანის მოვლის საშუალებები = უკეთესი შეწოვა

სახის დაბანის შემდეგ ეგრევე წაისვით მალამო, არ გაიმშრალოთ. ამ დროს ფორები გახსნილია და საშუალებები უკეთ შეიწოვება კანის მიერ.

პირშუშხა + ტუჩები = დამარბილებელი ეფექტი

წაისვით ტუჩებზე პირშუშხა, გაიჩერეთ 10 წუთი და შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

ლუდი = თმის კომდიციონერი/შამპუნი

დაიბანეთ თმა ლუდით, ასე თმა უფრო ჯანსაღი გახდება.

თუმცა ხშირად ნუ ჩაანაცვლებთ ლუდით შამპუნს. ასევე თუ თმის ცვენას განიცდით, ლუდი რეკომენდებული არ არის.

ალკოჰოლი + კოვზი = აღდგენილი თმალის ჩრდილი

თუ თვალის ჩრდილი გაგიფუჭდათ, ჩაასხით მასში 1 კოვზი ალკოჰოლი და დააცადეთ გაშრობა. ცოტა ხანში ახალივით იქნება.

თმის კონდიციონერი + წყალი = თმაზე გასაჩერებელი თმის კონდიციონერი

შეურიეთ თმის კონდიციონერი წყალს (1:1) და ჩაასხით სპრეის ბოთლში. შეგიძლიათ შეისხათ და დაიტოვოთ. გამოგადგებათ იმ დროს, თუ თავის დაბანას ვერ ასწრებთ.

სახლში მოსამზადებელი ფხვნილი 

აიღეთ 1 ს.კ. კოვზი დარიჩინი, 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი, მუსკატის კაკალი და ფქვილი. აურიეთ. თუ ფერი არ მოგეწონებათ, ითამაშეთ პროპორციებით, სანამ ეფექტს არ მიიღებთ. გილოცავთ! თქვენ ახლა გაქვთ ბუნებრივი, არომატული და ჯანსაღი ფხვნილი.

მოგეწონათ ჩვენი იდეები? თქვენ თუ გიცდიათ რაიმე მსგავსი? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებები კომენტარებში, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს!