მთავარი კულინარია ვაშლის ჩირი დარიჩინით – სურნელოვანი დესერტი, რომელიც ძალიან გემრიელია

ვაშლის ჩირი დარიჩინით – სურნელოვანი დესერტი, რომელიც ძალიან გემრიელია

by guramus

ჩირის მომზადება ყველამ იცის, ძალიან მარტივია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც გულგრილია ამ დესერტის მიმართ. გარდა შესანიშნავი გემოსი, ჩირები ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის და უამრავ დაავადებას ებრძვან, დაწყებული კუჭ-ნაწლავის პრობლემებიდან, დამთავრებული გულ-სისხლძარღვთა პრობლემებით.

შეხედეთ ფოტოს! მადისაღმძვრელად გამოიყურება, არა? ვის არ მოუნდება მისი შეჭმა? : ) ყველაზე პრობლემური ბავშვებიც კი სიამოვნებით მიირთმევენ (მშობლებო, გაითვალისწინეთ ; ) ).

გთავაზობთ მომზადების ინსტრუქციას:

ძირითადი ინფორმაცია

  • მომზადების დრო – 15 წთ.
  • კალორიულობა – 88კკალ

ინგრედიენტები

  • ვაშლი – 4 ცალი
  • დარიჩინი – 2 ს/კ (დაფქული)
  • შაქარი – 2 ს/კ (სურვილისამებრ)

ინსტრუქცია

  1. გააცხელეთ ტაფა 90 გრადუსამდე.
  2. კარგად გარეცხეთ ვაშლი, ამოაცალეთ გული და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ნაჭრები ჩაალაგეთ თასში და მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი. კარგად შეაზილეთ, ოღონდ არ დააზიანოთ ნაჭრები.
  3. წაუსვით ტაფას სპეციალური სითხე და მოათავსეთ ნაჭრები ზედ.
  4. გამოაცხვეთ 2-3 საათი, სანამ ნაჭრები კარგად არ გამოშრება.
  5. გამოიღეთ და გააციეთ.

მიირთვით გემრიელად : )