მთავარი სილამაზე ალოე, გვირილა და ზეითუნის ზეთი: ეს ნიღაბი ზაფხულში სახეს იდეალურად დაგიტენიანებთ

ალოე, გვირილა და ზეითუნის ზეთი: ეს ნიღაბი ზაფხულში სახეს იდეალურად დაგიტენიანებთ

by Keti

ზამთარში კანი იქერცლება ვიტამინების უკმარისობის გამო, ზაფხულში კი ის მზის სხივებითა და გაუწყლოებით ზიანდება. ლამაზი და მოქნილი კანის შენარჩუნებისთვის ზოგი ქალი კოსმეტოლოგებთან დადის, ზოგი კი იმავე ეფექტს სახლის პირობებში აღწევს.

იოდი აუმჯობესებს კანის ფერს და აქრობს ნაოჭებს, ალოე ატენიანებს კანს და სასარგებლოა სახისთვისაც და თმისთვისაც. კიტრის ნიღბები კანს აღიავებს, ყავისა კი მსუბუქი რუჯის ეფექტს გვაძლევს.

სახის დამატენიანებელი ნიღაბი სახლის პირობებში

თუ ალერგია ან მგრძნობიარე კანი გაქვთ, ყურადღება მიაქციეთ კოსმეტიკურ საშუალებებს. თუ უპირატესობას ბუნებრივ ნიღბებს ანიჭებთ, დამატენიანებელი ნიღაბი გვირილითა და ალოეთი, ძალიან მოგეწონებათ. ის კვირაში 1-2ჯერ უნდა გამოიყენოთ.

გვირილას ყვავილი აწყნარებს კანს და ტონუსში მოჰყავს ის, ალოე კი ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და აჩქარებს მის რეგენერაციას. ზეითუნის ზეთი კანს ვიტამინებით კვებავს და ატენიანებს მას. ამ პროდუქტებისგან დამზადებული ნიღაბი კონკურენციას უწევს სალონის ძვირადღირებულ პროცედურებს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ს.კ. გვირილას ყვავილი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ალოეს წვენი
  • 200 მლ მდუღარე წყალი

მომზადება

  1. დაასხით მდუღარე წყალი გვირილას. დატოვეთ 30 წთ.
  2. გადაწურეთ ნაყენი ბადეზე.
  3. შეათბეთ ზეითუნის ზეთი და აურიეთ ნაყენში.

4. ალოეს ფოთოლი დააქუცმაცეთ და დაამატეთ ნარევს. კარგად აურიეთ.

5. თბილი ნიღაბი წაისვით სახეზე, ყელზე, დეკოლტეს ზონაზე. გაიჩერეთ 20 წთ. ჩამოიბანეთ გვირილას ნაყენით და დატკბით რბილი, დაჭიმული და დატენიანებული კანით.

კვირაში ერთხელ აუცილებელია კანის გარქოვანებული ნაწილების პილინგით მოშორება და სახის კანის კვების გაუმჯობესება. რითაც ვიკვებებით, ის სახეზე მომენტალურად აღიბეჭდება, განსაკუთრებით ეს ჩანს დილაობით, თუკი არასწორად ვივახშმებთ.

გაუზიარეთ მეგობრებს სახის დამატენიანებელი ნიღბის რეცეპტი!