მთავარი სილამაზე აი ზეითუნის ზეთის 6 გამოყენება, რომელიც მარტივად შეგიცვლით ძვირადღირებულ სალონებს

აი ზეითუნის ზეთის 6 გამოყენება, რომელიც მარტივად შეგიცვლით ძვირადღირებულ სალონებს

by Keti

ყველა გოგონას სურს გამოიყურებოდეს, როგორც პრინცესა, ამიტომ ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ამისთვის და იყენებენ მალამოებს, ნიღბებს, სკრაბებს… პროცესები დამღლელი და ძვირადღირებულია. როგორ მოვიქცეთ, რომ ბევრი არ დავხარჯოთ და თან მომხიბლავად გამოვიყურებოდეთ?

საიდუმლო მარტივია. მოამზადეთ ეს 6 საშუალება ზეითუნის ზეთისგან და დატკბით ფანტასტიური შედეგებით.

დამატენიანებელი ნიღაბი

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. ავოკადოს პიურე
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

გამოყენება

შეურიეთ ინგრედიენტები. აურიეთ და წაისვით სუფთა სახის კანსა და კისერზე. დაიტოვეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საკმარისია კვირაში 2ჯერ.

საშუალება წარბებისა და წამწამებისთვის

ინგრედიენტები

  • 1 კონა ახალი ოხრახუში
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

გამოყენება

ოხრახუში ბლენდერში დააქუცმაცეთ და შეურიეთ ზეითუნის ზეთს. ნიღაბი წაისვით წარბებსა და წამწამებზე, ზემოდან ქაღალდის ხელსახოცი ან ბამბის ტამპონი დაიფარეთ. წამწამებზე წასასმელად გამოიყენეთ სუფთა ტუშის ჯაგრისი. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ 2 დღეში ერთხელ.

თმის ბალზამი

ინგრედიენტები

  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. თაფლი

გამოყენება

შეურიეთ ყველაფერი, წაისვით მშრალ და დასაბან თმაზე. ჩამოიცვით ქუდი ან ცელოფანი, შემოიხვიეთ პირსახოცი და დაიტოვეთ ერთი საათი. შემდეგ თმა შამპუნით დაიბანეთ.

სახისა და სხეულის სკრაბი

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. დაფქული ყავა
  • ნებისმიერი ეთერზეთის 2 წვეთი

გამოყენება

შეურიეთ ყველაფერი. გამოიყენეთ სკრაბი შხაპის მიღების დროს, შეიზილეთ კანში მსუბუქი, წრიული მოძრაობებით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

საშუალება ტერფებისთვის

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

გამოყენება

წაისვით ზეთი ტერფებზე ყოველ საღამოს, ძილის წინ. ზემოდან კი თხელი ბამბის წინდები ჩაიცვით. 1 კვირის შემდეგ თქვენ სალონურ ეფექტს მიიღებთ.

ხელების ნიღაბი

ინგრედიენტები

  • 1 ბანანი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

გამოყენება

ბანანი ჩაჭყლიტეთ ფაფისებურად, შეურიეთ მას ზეითუნის ზეთი. შეათბეთ ოდნავ წყლის აბაზანაზე და წაისვით ხელებზე 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ყველა საშუალების მოსამზადებლად მხოლოდ 1 ბოთლი ზეითუნის ზეთია საჭირო. ეს ბევრ თანხას დაგაზოგინებთ. აუცილებლად შეინახეთ სტატია და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: